Sunday, May 20, 2012

საინტერესო ფაქტების სერია (ნაწილი IV)

ევრი რამის ახსნა მოახერხა ადამიანმა... ბევრი რამ ჯერ კიდევ გამოცანად რჩება... ხდება ისე, რომ რაღაცები არსებობს... უბრალოდ, არსებობს და მორჩა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტების მორიგ კრებულს.

1. ადამიანი, სიცოცხლის განმავლობაში, საშუალოდ, 16 000 ტონა წყალს იღებს სხვადასხვა  სასმელიდან.
2. ნიუ მექსიკოს დასაქმებულთა 25% ფედერალურ სამმართველოებში მუშაობს. სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოები ყველაზე პოპულარული დაწესებულებებია.
3. იელოუსტოუნის ეროვნული პარკი (სამხრეთი მონტანა და ჩრდილოეთი ვიომინგი) იყო პირველი ეროვნული პარკი აშშ-ში.
4. ქათმის სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენს 15 წელიწადს.

5. ბალის მოსახლეობაში (ინდონეზია) შვილებს არქმევენ შემდეგ სახელებს: უაიანი, მადე, ნიომანი და ქეთუტი. მეხუთე ბავშვის დაბადების შემთხვევაში, წრე თავიდან იწყება - სახელები მეორდება.
6. წყალში ჩავარდნილი, მკვდარი ბეღურა ისეთსავე ხმას უშვებს, როგორსაც მომტირალი ჩვილი.
7. ამერიკელ ზრდასრულთაგან 2/3-ს აწუხებს ბუასილი.
8. არაბიკას ყავის ხეს შეუძლია წელიწადში 5.5 კგ ყავის მოსხმა, რაც დამოკიდებულია ნიადაგსა და კლიმატზე.
9. ნიუ იორკში არის ყველაზე ფართო სპექტრი ბიბლიოთეკათა რაოდენობის მიხედვით, მათ შორის, ნიუ იორკი საჯარო ბიბლიოთეკა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დიდია.
10. ვინმე ჩარლზ ოზბორნს 69 წლის განმავლობაში აწუხებდა სლოკინი.
11. წონასთან მიმართებით, ადამიანი ცხენზე ძლიერია, ამ მხრივ, ყველაზე ძლიერად ჭიანჭველა მიიჩნევა.
12. ცხელი წყალი უფრო მალე იყინება, ვიდრე ცივი, თუმცა პირველ შემთხვევაში წყალი სითხის ფორმით უფრო დიდხანს დარჩება, ვიდრე ცივი.
13. სანამ კინო-ინდუსტრიაში წარმატებებს მიაღწევდა, ჯეიმს ქემერონი სკოლის ავტობუსის მძღოლი იყო.
14. 1850 წლამდე გოლფის ბურთები მზადდებოდა ტყავისგან, შიგნიდან კი ბუმბულის იყო.
15. "ოქროს ცხელების" პერიოდში, 1849 წელს ჭიქა წყალში შეიძლება 100$ გადაგეხადათ.
16. არკანზასში (აშშ) კანონდარღვევად მიიჩნევა შტატის სახელის "არკანზასი" არასწორად წარმოთქმა.
17. 1885-1903 წლებში "კოკა-კოლა" შეიცავდა კოლას, რომლის მთავარი ინგრედიენტი კოკაინია.
18. ჰანიბალს ცალი თვალი ჰქონდა, მას შემდეგ, რაც რომზე გალაშქრების დროს დაავადდა.
19. ლა პასი (ბოლივია) არის მსოფლიოს ყველაზე მაღალი დედაქალაქი (5 181 მეტრი დედამიწიდან.
20. ავსტრალიელი ჯარისკაცები II მსოფლიო ომის პერიოდში სამარშო სიმღერად მღეროდნენ: We're Off to See the Wizard!

No comments:

Post a Comment