Sunday, May 20, 2012

2010 წლის საუკეთესო წიგნი


ანვრის თვის მიწურულს ინგლისში, კერძოდ, ლონდონში საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონიაზე პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსის Costa Book Awards-ის გამარჯვებული მწერლები და პოეტები მოიწვიეს გაერთიანებული სამეფოდან და ირლანდიიდან.

ამ ყველაფრის ორგანიზატორი იყო Costa Coffee.

გრან-პრი მოიპოვა ლონდონელმა პოეტმა ჯო შეპკოტმა, თავისი წიგნით "Of Mutability". აღნიშნული ლექსების კერბული გამოსცა Faber and Faber-მა. ამ ცერემონიაზე ერთ საიდუმლოსაც აეხადა ფარდა: ინგლისელი პოეტი, თურმე, ცოტა ხნის წინ ებრძოდა უკურნებელ სენს და შეძლო მისი დამარცხება. ჯო შელკოტი 2010 წლის საუკეთესო წიგნის ავტორად დასახელდა. ჟიურის წევრები გახლდნენ როგორც პროფესიონალი გამომცემლები, ისე - ჩვეულებრივი მკვითხველიც, რომლებიც პროფესიულად არ არიან დაკავშირებულნი ლიტერატურასთან. მსაჯულები გულთბილად მიესალმნენ 2010 წლის საუკეთესო წიგნს. ინგლისელი ავტორი თავის კრებულში ცდილობს, მკითხველს შთააგონოს, რომ უმთავრესი არის ადამიანის წარმოსახვა, ჰუმანიზმი და, რა თქმა უნდა, ღიმილი.
ჯო შეპკოტი დაიბადა 1953 წელს ინგლისის დედაქალაქში - ლონდონში. ჯო თავისი მშობლიური ქალაქის ერთგული დარჩა და დღესაც იქ ცხოვრობს. 1980-იანი წლებიდან გამოქვეყნდა შეპკოტის ლექსების კოლექციები: Electroplanting the Baby (1988), Phrase Book (1992), My Life Asleep (1998). ჯომ ორჯერ გაიმარჯვა ეროვნული პოეზიის კონკურსში.

No comments:

Post a Comment