მიგელ დე სერვანტესი დაიბადა ესპანეთიში, ქალაქ ალკალა-დე-ენარესში 1547 წლის 29 სექტემბერს. მსოფლიოში აღიარებული ესპანელი მწერალი. პირველ ყოვლისა ის ცნობილია, როგორც ავტორი უნიკალური რომანისა "დონ კიხოტი".
მიგელ სერვანტესი მონაწილეობას იღებდა იტალიის (ნეაპოლი), ნავარინოს, ტუნისისა და პორტუგალიის საომარ კამპანიებში.
მიგელ დე სერვანტესი ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებს საკმაოდ გვიან,მაშინ როდესაც ის დაახლოებით 38 წლისაა. მისი პირველი შემოქმედება "გალათეა", რომლის მიხედვითაც მრავალი დრამატული პიესა შეიქმნა, ვერ საგებლობდა დიდი მოწონებით.
მომავალი ავტორი "დონ კიხოტისა" იმისათვის, რომ შიმშილის გრძნობა დაიოკოს, ეწერება ესპანეთის "დაუმარცხებელი არმადის" ფლოტში. არც აქ გამოდგა მისთვის ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი, მოვალეობების შესრულებისას უიღბლობა იჩენს თავს. მიგელ დე სერვანტესი ამის გამო ციხეშიც კი გამოკეტეს. ეს პერიოდი, წარმოადგენდა მისი ცხოვრების უბედურებისა და უიღბლობის ნიშანს. ამისდა მიუხედავად, ის მაინც არ წყვეტს ლიტერატურულ მოღვაწეობას.
1598-დან 1603 წლამდე მის მოღვაწეობაზე არაფერია ცნობილი. 1603 წელს ის ჩნდება ესპანურ ქალაქ ვალიადოლიდში, სადაც ის მცირე საქმიანობას ეწევა, რითაც ის მცირეოდენ შემოსავალს შოულობს. 1604 წელს გამოდის მისი რომანის " დონ კიხოტი" პირველი ნაწილი, რამაც დიდი წარმატება ჰპოვა ესპანეთში და მის ფარგლებს გარეთ.
ამ ყველაფერს ავტორის მატერიალური მდგომარეობა თითქმის არც შეუცვლია, პირიქით ამან გამოიწვია მტრული განწყობილება მის მიმართ.
ამის შემდეგ მიგელ დე სერვანტესს ლიტერატურული მოღვაწეობა არ შეუწყვეტია, 1604-1616 შეიქმენა "დონ კოხოტის" მეორე ნაწილი. ყველა ნოველა, მრავალი დრამატული ნაწარმოები, მათ შორის პოემა " მოგზაურობა პარნასში" გამოიცა მისი გარდაცვალების შემდეგ.
სერვანტესი ლოგინად ჩავარდნის მერეც კი აგრძელებდა მოღვაწეობას. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე აღიკვეცა ბერად. 1616 წლის 23 აპრილს მიგელ დე სერვანტესმა სული განუტევა.
No comments:
Post a Comment