პაულო კოელიო დაიბადა რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში, 1947 წლის აგვისტოს. სანამ ყველაზე პოპულარულ ბრაზილიელ მწერლად მოგვევლინებოდა - 100 მილიონზე მეტი წიგნის ეგზემპლარის გაყიდვით, მუშაობდა თეატრში რეჟისორად და ჟურნალისტად.
1970-იან წლებში კოელიო ეწეოდა მუსიკალურ საქმიანობას- წერდა სიმღერებს, რომლებსაც ასრულებდნენ ისეთი ცნობილი ბრაზილიელი მომღერლები, როგორიცაა: ელის რეჯინა, რიტა ლი და რაულ სეიშასი. ამ უკანასკნელმა, კოელიოს დახმარებით, დიდი ქონება მოიხვეჭა; სიმღერებმა: "აქ დავიბადე ათი ათასი წლის წინ" (Eu Nasci Há Dez Mil Anos Atrás), "ჯიტა"(Gita), "ალ კაპონე" და მრავალმა სხვამ უზრუნველჰყვეს მისთვის სახელის მინიჭება. ამის პარალელურად, კოელიო მოგზაურობდა მთელს მსოფლიოში ჰიპების მოძრაობის კვალდაკვალ. სწორედ ამ დროს გაიტაცა იგი აღმოსავლურმა რელიგიებმა და, განსაკუთრებით, ოკულტიზმმა.
კოელიოს გადამწყვეტი სულიერი გადატრიალება მოხდა მაშინ, როდესა იგი შეხვდა პილიგრიმ-მომლოცველეებს კამინო დე სანტიაგო დე კომპოსტელაში, რომლებიც ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთის სახელმწიფოში - გალისიაში მიემგზავრებოდნენ. ეს მოგზაურობა მან აღწერა წიგნში "მომლოცველები" (O Diário de um Mago), 1988 წელს. მისი შემდეგი წიგნი იყო "ალქიმიკოსი" (O Alquimista), რომელიც, როგორც თავად აღნიშნავდა, იყო თავისი სულიერი მოგზაურობის მეტაფორული ადაპტაცია. აღსანიშნავია, რომ "ალქიმიკოსის" მთავარი გმირი პირდაპირ გამოხატავს კოელიოს თავგადასავალს კამინო დე სანტიაგოში. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი თავიდან რთულად იყიდებოდა, მოგვიანებით იგი ბრაზილიურ ბესტსელერად იქცა.
"ალქიმიკოსის" გამოქვეყნების შემდეგ, კოელიომ დაიწყო მორიგი წიგნების გამოქვეყნება, მათ შორის: "აღვირი"(Brida, 1990), "ვალკირია"(As Valkírias, 1992), "რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი" (Na margem do rio Piedra eu sentei e chorei, 1994), "მეხუთე მთა"(O Monte Cinco, 1996), "ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა"(Veronika decide morrer, 1998), "ეშმაკი და სინიორიტა პრიმი" (O demônio e a Srta. Prym, 2000), "თერთმეტი წუთი" (Onze Minutos, 2003), "ზაჰირი"(O Zahir, 2005), "პორტობელოელი ჯადოქარი" (A Bruxa de Portobello, 2006) და, ყველაზე ბოლო გამოცემა, "გამარჯვებული მარტო რჩება" (O Vencedor Está Só, 2008). ამასთან, კოელიოს აქვს ყოველკვირეული გაზეთი, რომელიც გამოიცემა საერთაშორისო მასშტაბით.
კოელიო არა მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული ავტორი, არემდ, აგრეთვე, ცნობილი აქტივისტია მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობის დარგში. ის არის მშვიდობის ელჩი "გაეროში", "ევროკავშირის" სპეციალური ელჩი კულტურათაშორის დიალოგში, შიმონ პერესის მშვიდობის ინსტიტუტის წევრი, "UNESCO"-ის სპეციალური წარმომადგენელი "კულტურათაშორის დიალოგსა და სულიერ კონვერგენციაში, შვაბის ფონდის სოციალური მეწარმეობის წევრი. ის, აგრეთვე, არის ბრაზილიის მწერალთა აკადემიის წევრი, როგორც საპატიო ბრაზილიელი წერალი და მაქსიმალურად ცდილობს თავისი ნამუშევრის არაკომერციულ გავრცელებას.
პაულო კოელიო თავის ცოლთან - ქრისტინასთან ერთად ცხოვრობს რიო-დე-ჟანეიროსა (ბრაზილია) და სენ-მარტინში, მაღალი პირენეები (საფრანგეთი)
No comments:
Post a Comment