Wednesday, May 16, 2012

ჰერმან ჰესე



ერმან ჰესე დაიბადა 1877 წლის 2 ივლისს, ვუტენბურგის პატარა ქალაქში თეოლოგის ოჯახში. ჰერმან ჰესე აღიარებულია ახალი გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთ ფუძემდებლად და უბრწყინვალეს წარმომადგენლად.მწერლის სიწმინდემ , ადამიანისადმი სიყვარულმა , ჰუმანიზმმა მისი იწგნები ახლობელი გახადა როგორც გერმანელი,ასევე სხვა ქვეყნების მკითხველისთვის. მისი შემოქმედება ფრიად ფართო და რთულია.

1906 წელს ჰერმან ჰესე წერს პატარა რომანს ”ბორბლების ქვეშ” მორალურმა კრიზისმა და დეპრესიულმა მდგომარეობამ , მსოფლიო კულტურის შესანიშნავი მონაპოვრების დაკარგვის საშიშროებამ და ეჭვმა , რომ ადამიანის არსებობას აზრი აქვს, მთელი სიმძაფრით გადმოხეთქა ჰერმან ჰესეს რომანში ”ტრამალის მგელი” . ამ რომანის მთავარი გმირი , ცხოვრებით დაღლილი და მის გარემომცველ სინამდვილეზე გულგატეხილი ინტელიგენტი ჰარი ჰალერი ”მაგიურ თეატრში” მოხვდება . ეს ”მაგიური თეატრი” სხვა არაფერია თუ არა ჯადოსნური სარკე , სადაც გმირის სულის სამყარო ირეკლება. ჰარი ჰალერის ბუნების ორი მხარეა- ჰარი -მგელი და ჰარი- ადამიანი-თავისებურ ხორცშესხმას პოვებენ სამი წლით გვიან დაწერილ რომან ”ნარცისსა და გოლდმუნდში” ეს ორი ადამიანი ერთმანეთში მონასტერში ხვდება, სადაც ყრმა გოლდმუნდის მამა მიაბარებს.
ჰესეს შემოქმედებაში ერთმანეთს უპირისპირდება სული და ბუნება , ხელოვანი და ბიურგერი,ქმედითი და იდეალი. მწერლის სიმპატიები ყოველთვის სულის მხარეზეა. ის თითქოს ყველგან ცდილობს აღადგინოს სულის პრესტიჟი,დაიცვას მატერიალური შემოტევისგან,ხაზი გაუსვას ადამიანის სულიერ ცხოვრებას.ჰერმანს ჰესეს მსოფლმხდველობაში ჭეშმარიტი ადამიანისა და ზეკაცის იდეას ცენტრალური ადგილი უკავია.სრულყოფილი პიროვნება არის მწერლის ძალისა და მრავალწლოვან სულიერ ძიებათა ერთადერთი მიზანი.იგი არის იდუმალი პუნქტი,რომელსაც მწერალი ათეული წლების განმავლობაში უტრიალებს და რომელიც სიცოცხლის უაკანასკნელ წუთებამდე მის გზის მანათობელ ვარსკვლავსა და ერთადერთ ირიენტირს წარმოადგენს.

No comments:

Post a Comment