დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის ასზე მეტმა ცნობილმა მწერალმა უკანასკნელი 200 წლის საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებების შერჩევაში მიიღეს მონაწილეობა.
XIX საუკუნის საუკეთესო ნაწარმოებად "ანა კარენინა", ხოლო XX საუკუნისა - "ლოლიტა" დასახელდა. წიგნების შერჩევაში 125 მწერალი მონაწილეობდა, მათ შორის: ნორმან მეილერი, სტივენ კინგი, ენ პატჩეტი, ჯონათან ფრანზენი, ჯოის კეროლ უოტსი და სხვა ცნობილი ავტორები.
მწერლებს 544 ნაწარმოების ნუსხა შესთავაზეს. წიგნები ქულების განსაზღვრულ რაოდენობას აგროვებდნენ, რომელიც რიგით ნომერზე იყო დამოკიდებული. თუ წიგნს პირველი ნომერი ჰქონდა, 10 ქულა მიიღებდა, ხოლო თუ სიას ასრულებდა - 1 ქულას.
XX საუკუნის 10 საუკეთესო ნაწარმოები:
1. "ლოლიტა" - ფლადიმირ ნაბოკოვი;
2. "დიდი გეთსბი" - ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი;
3. "დაკარგული დროის ძიებაში" - მარსელ პრუსტი;
4. "ულისი" - ჯეიმს ჯოისი;
5. "დუბლინელები" - ჯეიმს ჯოისი;
6. "მარტოობის ასი წელი" - გაბრიელ გარსია მარკესი;
7. "ხმაური და მძვინვარება" - უილიამ ფოლკნერი;
8. "შუქურისაკენ" - ვირჯინია ვულფი;
9. "მოთხრობების სრული კრებული" - ფლანერი ო'კონერი;
10. "ფერმკრთალი ალი" - ვლადიმერ ნაბოკოვი.
XIX საუკუნის საუკეთესო ლიტერატურული ქმნილებები:
1. "ანა კარენინა" - ლევ ტოლსტოი;
2. "მადამ ბოვარი" - გუსტავ ფლობერი;
3. "ომი და მშვიდობა" - ლევ ტოლსტოი;
4. "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი" - მარკ ტვენი;
5. ანტონ ჩეხოვის მოთხრობები;
6. "შუა მარტი" - ჯორჯ ელიოტი;
7. "მობი დიკი" - ჰერმან მელვილი;
8. "დიდი იმედები" - ჩარლზ დიკენსი;
9. "დანაშაული და სასჯელი" - თეოდორ დოსტოევსკი;
10. "ემა" - ჯონ ოსტინი.
ავტორები, რომლებიც ნაწარმოების რაოდენობით ლიდერობენ:
1. უილიამ შექსპირი - 11;
2. უილიამ ფოლკნერი - 6;
3. ჰენრი ჯეიმსი - 6;
4. ჯეინ ოსტინი - 5;
5. ჩარლზ დიკენსი - 5;
6. თეოდორ დოსტოევსკი - 5;
7. ერნესტ ჰემინგუეი - 5;
8. ფრანც კაფკა - 5;
9. ჯეიმს ჯოისი - 4;
10. მარკ ტვენი - 4.
ყველა დროის ათი უდიდესი მწერალი:
1. ლევ ტოლსტოი - 327;
2. უილიამ შექსპირი - 293;
3. ჯეიმს ჯოისი - 194;
4. ვლადიმერ ნაბოკოვი - 190;
5. თეოდორ დოსტოევსკი - 177;
6. უილიამ ფოლკნერი - 173;
7. ჩარლზ დიკენსი - 168;
8. ანტონ ჩეხოვი - 165;
9. გუსტავ ფლობერი - 163;
10. ჯეინ ოსტინი - 161.
No comments:
Post a Comment