დღეს 126-ე სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა პირველი ტესტირებაც გაიარეს. მათმა ნაწილმა წარმატებით გადალახა პირველი ეტაპი. მომდევნო ორშაბათს მათ კიდევ ახალი ტესტის დაწერა მოუწევთ.
უნდა შევნიშნოთ, რომ ბავშვებს დაინტერესება ეტყობათ. მიუხედავად იმისა, რომ საკონტროლო წერების გამო მონაწილეთა ნაწილმა მითითებული ლიტერატურის ბოლომდე წაკითხვა ვერ მოახერხა, მათ მაინც დაწერეს ტესტი. ჩვენდა სასიხარულოდ, მომავალ ორშაბათს ამ სკოლის კიდევ ერთი კლასი დაწერს ტესტს, ცხადია, შერჩეული ლიტერატურიდან. აშკარად ვგრძნობთ მოსწავლეთაგან დაინტერესებას, სტიმულს და მონდომებას. ამასთან, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით 126-ე სკოლის სასწავლო ნაწილსა და VI კლასის დამრიგებელს. მეორე ტურში გადასულთა სია ქვემოთაა მოცემული, ქულების მითითებით. რაც შეეხება ტესტირების ამსახველ სურათებს, ისინი მუდამ ჩვენი გუნდის "პირწიგნაკის" გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ.
126-ე სკოლის VI კლასის მოსწავლეთა პირველი ტესტირების შედეგები ასეთია (შედეგები მოცემულია ცხრაბალიანი შეფასებით):
1. ნინი რევიშვილი - 8 ქულა;2. გიორგი გოშაძე - 8 ქულა;
3. ნინი ხუჯაძე - 8 ქულა;
4. გიორგი დულუზაური - 8 ქულა;
5. ნოდარ კირთაძე - 7 ქულა;
6. სოფო ლომინეიშვილი - 6 ქულა;
7. მათე შენგელია - 6 ქულა;
8. თამუნა მშვიდობაძე - 6 ქულა;
9. სანდრო მეკოშკიშვილი - 6 ქულა;
10. თამუნა თიგიშვილი - 6 ქულა;
11. მარიამ ანდღულაძე - 4 ქულა;
12. ლუკა ნუცუბიძე - 4 ქულა.
თორმეტივე მოსწავლე გადავიდა მეორე ტურში და შემდეგ ორშაბათამდე კიდევ ერთ წიგნს გაეცნობიან "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" სერიიდან "მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდთათვის". აქვე აღვნიშნავთ, რომ მონაწილეებს ქულები ტურიდან ტურში გადაჰყვებათ და ჯამში ყველაზე მეტი ქულის დამგროვებელი გახდება გუნდის "ინკუნაბულა" რჩეული. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრძოლის შანსი ყველას აქვს, მიუხედავად იმისა, რომ თანასწორობა, გარკვეულწილად, უკვე დარღვეულია.
No comments:
Post a Comment