Wednesday, May 16, 2012

პირველი კვირის შედეგები


"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" ჟიურიმ პირველი კვირის შედეგები შეაჯამა! გაირკვა, რომ ერთი გუნდი გამორჩეული სიმპათიებით სარგებლობს, რამდენიმე გუნდის მხოლოდ სახელი-ღა შემორჩა, ყველაზე მოტივირებულთა სია კი დიდი რიცხვით არ შემოიფარგლება და ჩვენც, ამ სიაში ვართ!

გუშინ გუნდის "ინკუნაბულა" წევრები ყველანი ერთად ვიყავით, საბოლოოდ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი მოქმედებების ხაზი ერთ-ერთ სკოლასთან, ასევე, დავუკავშირდით რამდენიმე სასწავლებელს, წიგნის პოპულარიზაციისთვის. ამ ყოველივეს შემდეგ, ჩვენი დარდების განსაქარვებლად ცოტაოდენი ლუდის დალევის უფლება მივეცით თავს. მიუხედავად იმისა, რომ შუა კვირაა, როგორც თომას ჯეფერსონი ამბობდა: "ლუდი იმის დასტურია, რომ ღმერთს ჩვენი ბედნიერება სურს!"

უნდა აღვიაროთ, რომ მთელი დღის განმავლობაში გაფაციცებით ველოდით, ჟიურის შეფასებებს, თუმცა უშედეგოდ. მივიღეთ მონაწილეობა ერთ-ერთი მეტოქე გუნდის მოწყობილ გამოკითხვაში, რომელიც უფრო არა წიგნის კითხვისთვის მოტივაციაში, არამედ  ინტერნეტის საძიებო სისტემების პრაქტიკული გამოყენების დემონსტრაციაში დაგვეხმარა. გუშინვე შევქმენით ჩვენთვის საჭირო მასალების დიზაინი. ასევე, გადავეყარეთ მოწინააღდეგე გუნდთაშორის დავას კონკურსის ერთი მიმართულებით წარმართვის შესახებ (თუმცა მაინც ვერ გაგვიგია, რომელი ჩვენგანი ან სხვათაგანი წაიკითხავს წიგნთა აურაცხელ ოდენობას 1 თვეში და მიიღებს საერთოდ ამგვარ შეჯიბრში მონაწილეობას, თუ უკვე წაკითხული არ აქვს ყველა წიგნი? ამ კითხვას ჩვენ სხვებს ვუსვამთ, რათა მათ საკუთარ თავს დაუსვან. ან საერთოდ როგორ ეხმარება ეს კონკურსი გამომცემლობას გაყიდვებსა და პოპულარიზაციაში? ეს უკვე გამომცემლობის გადასაწყვეტია.)
ამრიგად, გუშინდელი დამღლელი დღის შემდეგ განტვირთვა გადავწყვიტეთ. არც თუ გვიან, თუმცა არც ადრე დავშლილვართ. ალბათ, მიჯნაზე, ან ოდნავ იქით. გრილი საღამო მართლაც საუკეთესო საშუალება იყო რელაქსაციისთვის. როდესაც საღამოს მასპინძელი თავის ოთახში ჩავიდა, ინტერნეტთან კავშირის წყარო - კომპიუტერი უკვე გათიშული დახვდა და, მიუხედავად იმისა, რომ ოთხ ბირთვიან "Intel i5"-ს არცთუ დიდი დრო სჭირდება ჩასართავად, შედეგების ნახვა მობილურით გადაწყვიტა. მეორე დღეს დანარჩენებს გააცნო და ყველამ ერთხმად აღნიშნეს, რომ ეს უკვე წარმატებაა!
ჩვენ ვართ პირველთა შორის, ჩვენ ვიბრძვით და ვცდილობთ მაქსიმუმს! უკვე გადამწყდარია, რა ფორმატით "ვაიძულებთ" დაინტერესებულებს წიგნის კითხვას და ეს კვირა მხოლოდ მოსამზადებელი იყო. ეს ჩვენ კვირის ანგარიშშიც აღვიარეთ და გვიხარია, რომ მომზადებაში იმაზე მეტი მოვახერხეთ, ვიდრე - ბევრმა აქტიურ ქმედებებში.
სანამ მონაწილეთა სიას ქვემოთ შემოგთავაზებდეთ, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჟიურის და უფრო მეტს დავპირდეთ მათ! ასევე, საინტერესოდ მიგვაჩნია, რომ მწერალი დათო ტურაშვილი ყველაზე უფრო პოპულარულ წიგნთან გაიგივებულ ადამიანად მიიჩნევა და, აგერ უკვე, რამდენიმე სკოლა-გადაცემა-უნივერსიტეტიც მოიარა მან. გულწრფელ მადლობას ვუხდით მასაც ასეთი დახმარებებისთვის და, ალბათ, ჩვენც შევაწუხებთ ახლო მომავალში!
გისურვებთ წარმატებებს!


PS: ძალიან ბევრი კი ვიწვალე, მაგრამ ყველა გუნდის ბლოგის მისამართის მითითებას ვეცადე. ვისიც ვერ მოვახერხე, მომიტევეთ, ვეცდები თქვენი მისამართებიც აღვნიშნო! ეს იმისთვის, რომ ყველამ შეძლოთ ნახვა, ვინ რისთვის მიიღო შესაბამისი ქულა.



ტამელის ჰიპები 10
კარამელი 6.5
BEATNIK 6.5
ლიბრარიუმი 8.5
ორგანიზაცია „სტატუს კვო“ 5
Book & co. 9
წიგნები მადათოვზე 9.5
ინკუნაბულა 9
წიგნების ბუმი 7
Magni Libri 7
Intelligent company: "wining the future" 0
იოტა 8
წიგნი-ერი 7.5
იგრძენი წიგნის გულისცემა 7
bookception 9.5
პაპირუსი 7
Amate Librum 5
ხელოვნური ინტელექტი 6
ინდიგო ბავშვები 6
თარო 5
იგი 3.5
kinosiaxle team 2
კოსმონავტური 7
book n roll 8
all you need is read 9
"ჩემი წიგნი" 0
ცასწავალა 7
სარჩევი 0
განათლება განვითარებისთვის 0

No comments:

Post a Comment