კითხვის გარეშე ჩვენი ცხოვრება აზრს დაკარგავდა. ადამიანები წიგნს სხვადასხვა მიზეზით კითხულობენ: ახალი, სასიცოცხლო მნიშვნელობის ან სამუშაოსთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად; ზოგისთვის კითხვა განტვრითვის საუკეთესო საშუალება დამღლელი სამუშაოს შემდეგ, ყურადღება სხვა საკითხებზე გადააქვთ, აფართოებენ თავიანთ ცოდნას.
თანამედროვე ლიტერატურის კითხვა ადამიანს ეხმარება სრულყოფილ ცხოვრებაში. ხშირად მკითხველები წიგნში იმას ეძებენ, რაც აკლიათ რეალობაში. ან კიდევ, წიგნში აღმოაჩენენ ხოლმე იმას, რაც მის სულში ღრმადაა ჩაბუდებული.
კითხვა - ეს არის განათლების მიღება, სწავლა. როდესაც საჭირო მასალა ერთ ფურძელზეა გადმოტანილი, მხოლოდ მისი რამდენჯერმე წაკითხვაა საჭირო დასამახსოვრებლად. წიგნი ხომ თავის თავში ინახავს მეცნიერულ აღმოჩენებს, ისტორიულ ფაქტებს, გახმაურებულ ცნობებს. კარგი ნაწარმოები მკითხველისგან მოითხოვს ანალიზს, განცდას, გონებისა და გრძნობების ჩართვას. კითხვა ადამიანს თვითგანვითარებაში ეხმარება, შეადაროს თავისი მოქმედებები ნაწარმოების გმირების ქცევას, ეძებს რჩევებსა და იდეებს. მკითხველი ინტერესდება: როგორ არის სამყარო მოწყობილი? რისთვის ცოცხლობს იგი? ვინ არის იგი? ადამიანი იწყებს ამ საკითხების გარკვევას, თავის შეცნობას, აფასებს საკუთარ გრძნობებსა და ქმედებებს, ამასთან, უკეთ უგებს სხვა ადამიანებსაც. ამაში კი მას, სწორედ, წიგნი ეხმარება. ზოგიერთი ნაწარმოების სიუჟეტი ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვამახსოვრდება, საყვარელ წიგნებს რამდენჯერმეც კი გადავიკითხავთ ხოლმე. ამასთან, ჭკვიანი, კარგი ავტორების თხზულებების კითხვა ადამიანს მეტყველების გაუმჯობესებაშიც ეხმარება. წიგნთან გატარებული დრო არასდროს აღმოჩნდება ფუჭი. ადამიანი სწორედ მაშინ კარგავს აზროვნების უნარს, როდესაც წიგნს აღარ კითხულობს (ფრანგ განმანათლებელთა იდეაც ეს იყო: "ვაზროვნებ, მაშასადამე - ვარსებობ". აზროვნებისთვის კი განათლება საფუძველს წარმოადგენს. განათლება კი - ყველაზე ადვილად, გასაგებად და ეფექტურად წიგნის კითხვით ყალიბდება.)
კარგი წიგნის სიყვარული, კითხვის ჩვევა ადამიანს ბავშვობიდანვე უნდა გამოუმუშავდეს. შესაბამისად, ეს მშობლების საქმეა - ბავშვის გადაშვება წიგნების ჯადოსნურ სამყაროში. დღესდღეობით, ახალგაზრდები არჩევენ ფილმის ნახვას, იმავე მოტივებზე შექმნილი წიგნის წაკითხვის ნაცვლად. მაგრამ თვით საუკეთესო წიგნიც კი ვერ შეცვლის წაკითხულ წიგნს. ფილმს შეუძლია წაკითხულს ემოციური ზეგავლენა გაუმძაფროს, მაგრამ მას ვერ შეცვლის.
წიგნის კითხვა ზრდის, გართობის, სულიერი საკვების საუკეთესო საშალებაა. სწორედ წიგნია ადამიანის განათლების უშრეტი წყარო.
No comments:
Post a Comment