ყველასთვის ცნობილია სხვადასხვა გამომცემლობის აკინძული წიგნების შესახებ, სადაც გვხვდება: "სასიცოცხლო" მნიშვნელობის, სიცოცხლის ბოლომდე წასაკითხი და სხვა მსგავსი წიგნები. ვფიქრობთ, მკითხველის დასაინტერესებლად აუცილებელია წიგნის ტირაჟებისა და გაყიდვების შესახებ ცნობების მიწოდება. დღეიდან ჩვენი ბლოგი გთავაზობთ ახალ აქციას: "მსოფლიო ბესტსელერები" - წიგნები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე მეტ ადამიანს აქვს წაკითხული!
ჩვენგან დამატებით მტკიცებას არ უნდა საჭიროებდეს იმის თქმა, რომ ბესტელერებმა მრავალი ავტორის მთელი სიცოცხლე უზრუნველჰყვეს - ზოგი მილიონერი გახდა, ზოგიც - მილიარდერი. არსებობენ ავტორები, რომლებიც მანამ ფლობდნენ დიდძალ ქონებას, ვიდრე კალამს ხელს მოჰკიდებდნენ; ზოგს ვერც ბრწყინვალე წიგნების წერამ უშველა და მათი ნაწარმოებების შესახებ მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი. ბრძენი ხალხი გვირჩევს წავიკითხოთ ისეთი წიგნები, რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში ყველაზე მეტად გამოგვადგება. ამასთან, არსებობს წიგნები, რომლებიც მხოლოდ მათი შედეგების გამო მაინც უნდა წავიკითხოთ. ასეთ თემებზე საუბრისას, ყოველთვის მახსენდება ფრედერიკ ბეგბედერი, რომელმაც თავის ერთ-ერთ წიგნში აღნიშნა, რომ მილიარდობით წიგნია გამოცემული, ადამიანმა კი, თუნდაც ას წელიწადს იცხოვროს და დღეში ერთი წიგნი იკითხოს, მხოლოდ უმნიშვნელო ოდენობის წიგნების წაკითხვას მოახერხებს - რამდენიმე ათეული ათასისა. მიუხედავად ამ სკეპტიკური აზრისა (თუ ფაქტისა), ჩვენ გთავაზობთ წიგნების სიას, რომლების წაკითხვაც ერთ-ერთი პრიორიტეტულია სხვა - მილიარდობით წიგნთან შედარებით!
დასაწყისისათვის შემოგთავაზებთ არასერიულ წიგნებს - ისტორიებს, რომლებიც ერთ წიგნშია მოცემული. დავიწყებთ ბოლოდან და პოსტების სერიის დასასრულ, გაიგებთ, რომელი წიგნია ყველაზე დიდი ოდენობით გაყიდული:
101. "რა ფერისაა შენი პარაშუტი?" (What Color Is Your Parachute?, 1970) - რიჩარდ ნელსონ ბოულზის წიგნი მოგვითხრობს სამუშაოს მაძიებელზე. ეს წიგნი ყოველწლიურად გამოიცემა 1970 წლიდან მოყოლებული დღემდე. 1970 წლის 1-ელ დეკემბერს ავტორმა თავისი ხარჯებით გამოაქვეყნა წიგნი, 1972 წლის ნოემბრიდან კი ნაწარმოებს კომერციულად გამოსცემს კალიფორნიული სტამბა. 1975 წლიდან წიგნის ყოველი გამოცემა განახლებულად გამოდის - შეცვლილა არსებითი მოვლენებიც. გამოცემულია ცხრა მილიონი ასლი და თარგმნილია თოთხმეტ ენაზე. დღეისათვის ათ მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული მსოფლიო მასშტაბით.
100. "ჩინეთის სოციალისტური ეკონომიკის საკითხები" (Zhōngguó shèhuì zhǔyì jīngjì wèntí yánjiū, 1979) - შუ მუქიაოს ეს წიგნი ჩინეთის 1970-იანი წლების შიდასახელმწიფოებრივ პრობლემებს ეხება. ათ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, ძირითადად, ჩინეთი მასშტაბით.
99. "რევოლუციური ცოდნის ფასი" (Chishiki to atai no kakumei, 1985) - ტაიში საკაიას წიგნი ეძღვნება მომავალი ათასწლეულების ეკონომიკურ და სოციალურ სისტემებს. ავტორს მიაჩნია, რომ რევოლუციური ცოდნის მნიშვნელობა იაზრდება, რითაც შესაძლებელი ხდება, მოქნილად გავუმკლავდეთ არაადამიანურ ტრანსფორმაციებს.
98. "საერთო ქალი" (The Total Woman, 1974) - მარაბელ მორგანის ეს ნაწარმოები მსოფლიოში ათ მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა. ავტორი ეყრნობა ევანგელურ ქრისტიანობას და აღნიშნავს, რომ ყოველი ქალი ემსახურება საკუთარი მამაკაცის კაპრიზებს, შეეხება ის სალათებს, სექსს თუ სპორტს.
97. "კონფუცის გამოცდილება" (Yúdān “lúnyǔ” xīndé, 2006) - იუ დანის წიგნი მთელ მსოფლიოში ათ მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა და მოგვითხრობს კონფუცის შესახებ და, არსებითად, მისი ფილოსოფიის ანალიზს წარმოადგენს.
No comments:
Post a Comment