პროექტი "წიგნების თაობა", უკვე მეორე კვირაა, აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს ძალიან ბევრი გუნდი გამოეთიშა. ძალიან ბევრი კიდევ არ ასახავს რეალობას, მონაწილეთა უმრავლესობა გამოეთიშა(!). გუნდი "ინკუნაბულა" კი მზადაა, თავისი ყოველკვირეული ანგარიშის მორიგი ანალიზი შემოგთავაზოთ.
სანამ ჩვენს მოქმედებებს მიმოვიხილავდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ, მართლაც, ძალიან შეიცვალა გარემო ამ კონკურსში. გუნდების უმეტესობამ, რომელთაგან რამდენიმე ჩვენს გაერთიანებას თავიდან ანგარიშგასაწევ კონკურენტებად მიაჩნდა, მოულოდნელად, გამოეთიშa თამაშს. ერთ-ერთმა ასეთმა მიზეზად ჟიურის სუბიექტურობა დაასახელა. ამის გარკვევა ჩვენ ამ ეტაპზე არ შეგვიძლია, თუმცა, გარკვეულწილად, შეიძლება ჟიურისთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაც, კერძოდ: გაუგებარია, რატომ იკვეთება პირველსავე კვირაში ერთ-ერთი გუნდი სრული უპირატესობით და დარჩენილი, არანაკლებ, 20 გუნდიდან ვერცერთი ახერხებს მისი დარი ქულის მიღებას? ეს პროექტში კონკურენტუნარიანობის დავარდნას და მოტივაციის გაქარწყლებას რომ ხელს უწყობს, შედეგებმაც აჩვენა - რამდენიმე კარგმა მოთამაშემ ამ კვირაშიც დატოვა თამაში. იმედია ჟიური ამჯერად უფრო ობიექტური იქნება, არ შეაფასებს გუნდებს ვიდეო-რგოლების ორიგინალური იდეებითა და კარგი განათებებით გადაღების ნიჭისთვის და უყურადღებოდ არ დატოვებს მოვლენებს, რისთვისაც ამ პროექტში იბრძვის ყველა მონაწილე: საზოგადოებაში წიგნის სიყვარულის გავრცელება და გამომცემლობის პოპულარიზაცია.
ჩვენმა გუნდმა პირველ ანგარიშში აღნიშნა, რომ პირველი კვირა სრულად დაეთმო მოსამზადებელ ღონისძიებებს - გაილია მოლაპარაკებებში სხვადასხვა სკოლის ადმინისტრაციებთან, ამუშავდა ბლოგი და "პირწიგნაკის" გვერდი და ა.შ. თუმცა, ამისდა მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა მაინც მოახერხა პირველ კვირაში პირველი პრეზენტაციის ჩატარება. მაქსიმალურად ვცდილობთ მოზარდებში გავამძაფროთ წიგნისადმი ინტერესი, ვთავაზობთ მათ, წაიკითხონ წიგნები ერთი კვირის ვადაში "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" სხვადასხვა სერიებიდან (უფრო ვრცლად იხილეთ პოსტები განყოფილებაში: "წიგნების თაობა"). ბავშვებში მოტივაცია ძალიან დიდია, აგერ, ერთმა კლასმა უკვე დაწერა პირველი ტესტი და მეორე ტურში გადასვლაც მოახერხა ზოგიერთმა. გვსურს აღვნიშნოთ, რომ დაინტერესება დინამიკურად იზრდება - 126-ე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები მომავალ კვირაში ჩაერთვებიან კონკურსში, ამ კვირიდან პროექტის შესახებ შეიტყვეს/შეიტყობენ და მარათონს უერთდებიან კერძო სკოლის "ჯეჯილი" მე-7 კლასები ("ა" და "ბ"), ასევე მე-8 კლასი, ჩვენი გუნდი ხვალ მიემართება როგორც "ჯეჯილის" დარჩენილი ორი კლასისათვის, ისე - 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პრეზენტაციის გასამართად. ჟიურის მხრიდან პირველ კვირაში დაწერილი 9 ქულა მიგვაჩნია, რომ იყო განპირობებული მხოლოდ იმით, რომ ჩვენს გუნდს კარგი სამოქმედო გეგმა აქვს - გეზი მართლაც ამართლებს იმედებს და ესადაგება იმ პრინციპებს, რომლებიც პროექტის ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს. ვფიქრობთ, მომავალ კვირებში კიდევ შემოგვემატება ამა თუ იმ სკოლის სხვადასხვა კლასი, რომელთაც, ასაკის-და მიხედვით, სხვადასხვა სერიის წიგნებს ვთავაზობთ. ამ კვირის შეფასებაში, იმედი გვაქვს, ქულათა მაქსიმუმს გავწვდებით. ჩვენ ნამდვილად არ ვიზარებთ და ჩვენი შესაძლებლობებს აბსოლუტურად ვაქსოვთ ამ კონკურსში.
მეორე კვირაში, სამწუხაროდ, ორჯერ მოგვიწია 126-ე სკოლაში სტუმრობა. ეს გამოიწვია სასკოლო წერებმა, რომლებიც მოსწავლეებს უტარდებათ. ამან, ცხადია, გამოიწვია დროის დაკარგვა, თუმცა ამ ორშაბათიდან ტესტირებები ყოველკვირეულად გაიმართება.
კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ პედაგოგებსა და სკოლაში მომუშავე სხვა პირებს, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან ჩვენი კონკურსის ორგანიზებაში. სწორედ ამ თანადგომას ვუმადლით იმას, რომ ჩვენს "პირწიგნაკის" გვერდსა და ბლოგზე ვიზიტორთა რაოდენობა დღითიდღე იმატებს.
დაბოლოს, სასიამოვნოა, რომ ჯერ კიდევ გვყავს კონკურენტები. თუმცა, ზოგიერთი მათგანის საყურადღებოდ, გვსურს შენიშვნა გავაკეთოთ: ნუ იფარგლებით მხოლოდ გასართობი პროგრამით. ზოგიერთი ღონისძიება მხოლოდ გამომცემლობის ლოგოსა და სახელის რეკლამირებას ემსახურება, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, არ იმსახურებს ჟიურისგან მოწონებას. ასევე, არის გუნდებიც, რომლებიც მხოლოდ გასართობ და შემეცნებით მოღვაწეობას ეწევიან, რაც ასევე გაუმართლებელია. ვამაყობთ, რომ ჩვენი გუნდი ერთ-ერთი (ვინ იცის, ერთადერთიც) აღმოჩნდა, რომლის აქტიურობების შედეგები - გამომცემლობით დაინტერესება საზოგადოებაში და წიგნებისადმი გაცნობა, სავალდებულო ლიტერატურის წაკითხვა. ამრიგად, როგორც უწინ, ახლაც წარმატებები, კონკურენტებო!

No comments:
Post a Comment