Monday, May 14, 2012

საინტერესო ფაქტების სერია (ნაწილი III)


ვრი რამის ახსნა მოახერხა ადამიანმა... ბევრი რამ ჯერ კიდევ გამოცანად რჩება... ხდება ისე, რომ რაღაცები არსებობს... უბრალოდ, არსებობს და მორჩა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტების მორიგ კრებულს.
1. დღეში მხოლოდ ორი მეტეორიტი ახერხებს დედამიწის ზედაპირამდე მოღწევას.

2. 1952 წლის შემდეგ უნგრეთმა ყველაზე მეტი ოქროს მედალი მოიპოვა ოლიმპიურ თამაშებზე ფეხბურთში.
3. ინგლისში სპიკერს (პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს) ეკრძალება ლაპარაკი.
4. ყოველდღიურად, საშუალოდ, 100-ზე მეტი ვეშაპი ეწირება მათზე მონადირეებს.
5. ლეონარდო და ვინჩის შეეძლო ცალი ხელით ეწერა მაშინ, როდესაც მეორით - ხატავდა.
6. ოთახის ტემპერატურაზე ჰაერის ჩვეულებრივი მოლეკულა ტყვიის სისწრაფით მოძრაობს.
7. იაგუარებს (ჰეპარდებს) ეშინიათ ძაღლების.
8. ყოველ ფრჩხილს საწყისიდან წვერამდე გასაზრდელად 6 თვე სჭირდება.
9. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი და "ფლეიბოის" დამაარსებელი ჰიუ ჰეფნერი ერთმანეთის ბიძაშვილები არიან.
10. ინგლისის სამეფო დინასტიამ შეცვალა თავისი გვარი საქს-კობურგ-გოთა 1917 წელს და აირჩიეს უინძორი - სასახლის საპატივსაცემოდ.
11. ჰომოსექსუალიზმს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია 1973 წლამდე მენტალურ ავადმყოფობად აღიარებდა.
12. იტალიის ეროვნული სპორტი არის ფეხბურთი.
13. პეპლებს არ აქვთ მუცელი..
14. ჩინეთში უფრო მეტი ინგლისურად მოსაუბრეა, ვიდრე - აშშ-ში.
15. 1/3 ამერიკელ სრულწლოვანთაგან რეკომენდებულ წონაზე არანაკლებ 20%-ით მეტია.

No comments:

Post a Comment