Wednesday, May 23, 2012

"ინკუნაბულა"-ს 22 მაისის შეხვედრები


"ინკუნაბულა" გუშინ "ჯეჯილის" ორი კლასის მოსწავლეებს შეხვდა და მათ თავიანთი კონკურსის პირობები გააცნო. ორივე კლასი ჩაერთო შეჯიბრში და მომდევნო კვირისთვის ტესტის წერასაც შეუდგებიან.

ცხადია, ეს სიახლე გუშინვე უნდა აგვეტვირთა, მაგრამ მიზეზთა და მიზეზთა გამო ეს ვერ მოხერხდა. მოსწავლეებს, რომელთაც დავპირდით, რომ მათ სურათებს განვათავსებდით სამშაბათსვე, ბოდიშს ვუხდით ამის გამო.

სანამ თემებს შევეხებოდეთ, გვსურს გამოვეხმაუროთ როგორც ჟიურის შეფასებებს, ისე - წინა კვირის ანგარიშის შესახებ ჩვენს პოსტს. პირველყოვლისა, განვმარტავთ, რომ ბევრი რამ ჩვენი პოსტიდან არასწორად იქნა გაგებული. ბევრი ვიფიქრეთ, სხვაგვარი ინტერპრეტაცია ჩვენმა დაუკვირვებლობამ გამოიწვია და პოსტში ისეთი რამ დავწერეთ, რაც არ გვინდოდა თუ მიზეზი სხვა რამ იყო. ვფიქრობ, არავის შეურაცხმყოფელი და გამაღიზიანებელი იმ პოსტში არაფერი ყოფილა. ჩვენ ჟიურის არასდროს ვადანაშაულებდით სუბიექტურობაში, რადგან ამის საფუძველი შეუძლებელია მხოლოდ ერთი კვირა გახდეს და, ამასთან, ჩვენ პირველ კვირას მაღალი შეფასებაც გვქონდა. გთხოვთ, ეს ისე გაიგოთ, როგორც გვსურდა გადმოგვეცა.  გულწრფელად აღვიარებთ, რომ მეტი დაფიქრებულობა მოგვეთხოვება, თავშეკავება და ინდიფერენტულობა მრავალი საკითხის მიმართ, რაც, მეტ-ნაკლებად, ამ კვირის დასაწყისში, ჩვენს გუნდს ხარვეზად დააჩნდა. ჩვენ არ ვაპირებთ აქ გაჩერებას და განვაგრძობთ ბრძოლას!
რაც შეეხება გუშინდელ ვიზიტს "ჯეჯილში", გულწრფელად ვამბობთ, რომ ძალიან ჭკვიანი ბავშვები გვხვდებიან ამ სკოლის სამივე კლასში: ბავშვები ასახელებენ ისეთ ნაწარმოებებს, რომელთა გაგება ბევრისთვის დღესაც რთულია. მივესალმებით მათ ამგვარ მოტივაციას და მზად ვართ შევეჭიდოთ მათ პასუხებს ჩვენი კითხვებით :)
რაც შეეხება ამ შეხვედრების ამსახველ ფოტო-მასალას, უნდა მოინახულოთ ჩვენი "პირწიგნაკის" გვერდზე!

No comments:

Post a Comment