დღეს "ინკუნაბულამ" აქტიურობა დაიწყო. როგორც გუნდის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტად განისაზღვრა, მონაწილეები ეცდებიან, სკოლის მოსწავლეები დააინტერესონ წიგნით პროექტის განმავლობაში. ამ მიზნით, ჩვენი გუნდი, სრული შემადგენლობით, თბილისის 126-ე საჯარო სკოლას ეწვია.
თამაშის დაწყებიდან უკვე ერთი კვირა იწურება, ჩვენმა გუნდმა კი დასახული გეგმების განხორციელება ბლოგის "ამორტიზაციით" დაიწყო. სამოქმედო გეგმაში, რომელიც გამომცემლობას გადავუგზავნეთ, შეძლებისამებრ, ამომწურავად ჩამოვაყალიბეთ, თუ რას მოვიმოქმედებდით პროექტში წარმატების მოსაპოვებლად. აქვე გვინდა გარკვეული გარემოებები აღვნიშნოთ, რომლებმაც განვლილ დღეებში ჩვენი ყურადღება მიიპყრო:
პირველ რიგში, გვსურს, ჩვენი გუნდის სახელის შესახებ მოგახსენოთ: პირველ დღეებშივე, როცა რეგისტრაცია უკვე დასრულდა, აღმოვაჩინეთ, რომ რომელიღაც კონკურენტმა გუნდმა საიტი შექმნა (თანაც ფასიანი), რომელშიც გამოყენებულია ჩვენი გუნდის სახელი. როდესაც გავაპროტესტეთ ეს პრობლემა და მოვითხოვეთ, ეს სახელი იმ გუნდს დარჩენოდა, რომელმაც უფრო ადრე გამოაცხადა ამ სახელზე პრეტენზია, მათ გვიპასუხეს, რომ საავტორო უფლებები არცერთს - არც ჩვენ და არც - მათ გაგვაჩნია. მინდა მათ ვუპასუხო, რომ საავტორო უფლებებსა და სხვა საკანონმდებლო სფეროებში განათლების წარმოჩენა სრულებით არ გვსურს, უბრალოდ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ორი, ერთი სახელით მოქმედი გუნდი ბევრ არეულობას და, ვფიქრობთ, დისკომფორტსაც გამოიწვევდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ იურისტების დუეტის სახელი სულ სხვა ყოფილა და ორთოგრაფიულად არასწორად დაწერილი ლათინური სიტყვა, რომელიც ქართულად "პირველნაბეჭდ წიგნს ნიშნავს" (შედარებით ვრცლად იხ. ამავე ბლოგზე: "წიგნის ისტორია"), თავიანთ ინტერნეტ-მისამართად გამოიყენეს. გვსურს აღვნიშნოთ, რომ არც ლათინურად და არც ქართულად ეს სიტყვა უკანასკნელი ხმოვნის - "a"-ს და ქართული შესაბამისობით "ა"-ს გარეშე არ წარმოითქმის და, მით უმეტეს, არ იწერება. ეს ყოველივე რომ დროზე გაეთვალისწინებინათ იურისტებს უკეთესი იქნებოდა. ამრიგად, მოგესალმებათ გუნდი "ინკუნაბულა" (Incunabula)!
მეორე, რაზეც გვსურს კიდევ მოვაცდინოთ თქვენი ყურადღება, არის ის, რომ საგრძნობლად გააქტიურდნენ გუნდები, ეწყობა მრავალი ღონისძიება: წიგნის კითხვა უნივერსიტეტის ეზოში, სტუდენტების შეკრება ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე და თანამედროვე მწერალთა ნაწარმოებების პერსონაჟებისგან შემდგარი მოთხრობების კონკურსი. აქტიურობა იგრძნობა და სწორედ ამან გვიბიძგა, რაც შეიძლება ადრე დაგვეწყო ჩვენი ღონისძიებები.
ახლა კი უშუალოდ თემაზე:
ამ ბიჭს პროექტით დაინტერესება
ყველაზე მეტად ეტყობოდა.
|
ბავშვებს, როგორც აღვნიშნეთ, თავიდანვე განვუმარტეთ, თუ ვინ ვიყავით, რას ვითხოვდით და რას ვთავაზობდით მათ. როგორც აღგვითქვეს, უმეტესობას სურს მონაწილეობა და სიამოვნებითაც კი გაიბრძოლებდა კლასელების წინააღმდეგ. ველოდებით მათგან წიგნების წაკითხვას და სიღრმისეულ ანალიზს, რადგან კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ.
ამრიგად, "ინკუნაბულამ" დაიწყო ბრძოლა გამარჯვებისათვის. 126-ე სკოლას ჩვენ 1 კვირაში კიდევ ვეწვევით, მანამდე კი, სავარაუდოდ, ჩვენი გუნდის კუთვნილ "Konica Minolta"-ის ობიექტივში კიდევ რამდენიმე სკოლის მოსწავლეები მოხვდებიან:)
No comments:
Post a Comment