დღეს "ინკუნაბულა" კიდევ ერთხელ ეწვია 126-ე სკოლას და დავალებულ ნაწარმოებებზე ტესტირებაც ჩაატარა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ სკოლის ორ კლასთან ვურთიერთობთ ჩვენ ამ დრომდე: მე-9 და მე-6. თუმცა, როგორც გაირკვა, მე-9 კლასის მოსწავლეებს გამოცდები უახლოვდებათ და პროექტში ვეღარ განაგრძობენ მონაწილეობას. ცხადია, სასკოლო ნიშნების ხარჯზე არც ჩვენ ვართ თანახმა მათ წიგნის კითხვა "ვაიძულოთ". ჩვენმა გუნდმა ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა, ამ კლასში ერთი ტესტირების შემდეგ (რომელიც წინა კვირას დავაანონსეთ) გამოვავლინოთ გამარჯვებული, რომელიც დაჯილდოვდება პროექტის დასრულებისას.
"ნოეს შვილი" ყველასთვის ძალიან საინტერესო რომანი აღმოჩნდა - აბსოლუტურად ყველა მოსწავლემ დაწერა მეტ-ნაკლები წარმატებით ტესტი. თუმცა, რაკი გადავწყვიტეთ, ტესტი ერთჯერადი გაგვეხადა, აღვიარებთ, რომ ვეცადეთ, მაქსიმალურად რთული ყოფილიყო. თანაბარქულიან მოსწავლეთა შორის უპირატესობა მას მიენიჭებოდა, ვინც უფრო ადრე ჩააბარებდა ნაშრომს. "ნოეს შვილი", როგორც თავად განგვიცხადეს, "ბიბლუსის" ქსელში შეიძინეს. ჩვენ თავიდანვე გამოვაცხადეთ, რომ ნებისმიერ წიგნს 25%-იანი ფასდაკლებით მოიპოვებდნენ ჩვენთან შეთანხმების შემთხვევაში, თუმცა, როგორც ჩანს, დავიწყებიათ.
კიდევ ერთხელ გულწრფელ მადლობას ვუხდით ამ სკოლისა და კლასის ხელმძღვანელებს დახმარებისთვის და ვპირდებით, როგორც თავადაც გვითხრეს, აუცილებლად ვაცნობებთ სამომავლოდ მსგავსი პროექტის არსებობის შესახებ. ჩვენ მე-9 კლასის მოსწავლეებს დაჯილდოვებისას კიდევ შევხვდებით, მანამდე კი 126-ე სკოლაში მე-6 კლასელები იბრძოლებენ "ყველაზე ნაკითხის" ტიტულის მოსაპოვებლად :)
სურათები დღის მეორე ნახევარში აიტვირთება ჩვენს "პირწიგნაკის" გვერდზე. აქვე გვსურს იმის თქმაც, რომ ვწერთ მხოლოდ საუკეთესო ნაშრომებს. ნებისმიერ მოსწავლეს ყოველ ორშაბათს შეეძლება თავისი ნაშრომის ნახვა, თუ ამის შესახებ გვაცნობებს კომენტარის სახით. ამასთან, ვისი შედეგიც არ იქნება წარმოდგენილი (ეხება მე-9 კლასს), შეუძლია კომენტარში მიუთითოს სახელი და გვარი და მის ქულას კომენტარშივე დავწერთ.
გმადლობთ მონაწილეობისთვის და გისურვებთ წარმატებებს:
126-ე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების შედეგები ტესტში "ერიკ-ემანუელ შმიტი - "ნოეს შვილი" (ტესტი 20 კითხვიანი, 30 ქულიანი):
1. ნინო შონვაძე - 23 ქ.
2. ნიკა შენგელია - 22 ქ.
3. ანი გიგუაშვილი - 22 ქ.
4. ლევან ჯებისაშვილი - 22 ქ.
5. დეა ბაღათურია - 22 ქ.
6. ივა ქეშიკაშვილი - 22 ქ.
7. ლიკა ბალარჯიშვილი - 21 ქ.
8. ნატა ხვთისიაშვილი - 20 ქ.
9. ლევან ფითურია - 20 ქ.
10. მარიამ თოდუა - 20 ქ.
11. ვაჟა რევაზიშვილი - 20 ქ.
12. თორნიკე დათუაშვილი - 18 ქ.
126-ე სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეების შედეგები ტესტში "მარკ ტვენი - "ტომ სოიერის თავგადასავალი" (ტესტი 11 კითხვიანი, 11 ქულიანი):
1. სოფო ლომინეიშვილი - 8 ქ. (ჯამური 14 ქ.)
2. ლუკა ნუცუბიძე - 6 ქ. (ჯამური 10 ქ.)
3. გიორგი დულუზაური - 6 ქ. (ჯამური 14 ქ.)
4. ნოდარ კირთაძე - 6 ქ. (ჯამური 13 ქ.)
5. ნინი რევიშვილი - 5 ქ. (ჯამური 13 ქ.)
6. ნინი ხუჯაძე - 5 ქ. (ჯამური 13 ქ.)
7. მათე შენგელია - 3 ქ. (ჯამური 9 ქ.)
8. სანდრო ჯავახიშვილი - 2 ქ. (ჯამური 2 ქ.)
9. მარიამ ანდღულაძე - 2 ქ. (ჯამური 6 ქ.)
10. სანდრო მეკოშკიშვილი - 1 ქ. (ჯამური 7 ქ.)
11. გიორგი გოშაძე - 0 ქ. (ჯამური 8 ქ.)
12. ლიკა გონაშვილი - 0 ქ. (ჯამური 0 ქ.)
13. თამუნა მშვიდობაძე - 0 ქ. (ჯამური 6 ქ.)
14. თამუნა თიგიშვილი - 0 ქ. (ჯამური 6 ქ.)
* შენიშვნა: სახელ-გვარები მოცემულია ისე, როგორც ეს ტესტის ფურცელზე იკითხებოდა. თუ სადმე უზუსტობაა, ბოდიშს ვიხდით. კომენტარებში შეგვატყობინეთ და აუცილებლად შევასწორებთ.
No comments:
Post a Comment