Tuesday, May 15, 2012

"ინკუნაბულა" ერთი კვირისაა! (I კვირის ანგარიში)

ონკურსის პირველმა კვირამაც ჩაიარა. დღეს ჩვენმა გუნდმა კვირის ანგარიში უნდა წარმოადგინოს, თუმცა ჩვენი გუნდის აქტიურობისთვის თვალის მიდევნება ნებისმიერ მსურველს ბლოგის დათვალიერებითაც შეეძლო, გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ დაინტერესებულ პირებს, ჩვენი "მოღვაწეობის" შესახებ ინფორმაციის, შეძლებისდაგვარად, სრულყოფილად მიღებაში. 


აუცილებელია, რეალობას თვალი გავუსწოროთ და აღვიაროთ, რომ ბევრი გუნდი კვირის ბოლოს, ზოგიც, მეორე კვირის დასაწყისში გააქტიურდა და თავიანთი შესაძლებლობები, სამოქმედო ტაქტიკა და, აღსანიშნავია, რომ საკმაოდ საინტერესო და კონკურენტული გარემო შეიქმნა. იმედი გვაქვს, ასევე გაგრძელდება და თამაში ბოლომდე საბრძოლო განწყობის თანხლებით ჩაივლის.
შევიტყვეთ, რომ ბევრ გუნდს დაუტოვებია პროექტი, რაც, გარკვეულწილად, გულწრფელად რომ ვთქვათ, დამამწუხრებელია: ქალაქს წიგნების რამდენიმე პროპაგანდისტი მოაკლდება, რაც, თავისთავად, მისასალმებელი ფაქტი არაა. ვისურვებდით, მონაწილე გუნდები ბოლომდე დარჩნენ და თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენონ. არმატეი, კონკურენტეო!
ახლა კი ცოტა რამ ჩვენ შესახებ: პირველი კვირა ჩვენთვის, არსებითად, მოსამზადებელს წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიზრუნეთ როგორც ბლოგის აქტიურობაზე, ისე - ჩვენი გუნდის მთავარი გეზის - ბავშვებთან ურთიერთობის დემონსტრაციაზეც. სკოლის მოსწავლეები რომ ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას მიიპყრობდნენ და ვეცდებოდით, ისინი დაგვეინტერესებინა წიგნებით, ეს გამომცემლობისთვის გაგზავნილ "სამოქმედო გეგმაშიც" აღვნიშნეთ. ვეწვიეთ 126-ე საჯარო სკოლის ორ კლასს, რომლებსაც პირობები გავაცანით (დაწვრილებით იხ. "ინკუნაბულა" თამაშის აქტიურ ფაზაზე გადადის). რამდენად კარგად გამოგვივიდა მათი ჩვენ მიერ ორგანიზებული კონკურსით დაინტერესების მცდელობა, ამას ამ კვირის ბოლოს გავიგებთ და ბლოგის სტუმრებსაც დაუყოვნებლივ შევატყობინებთ.
გარდა ჩვენი, უშუალოდ, საკონკურსო მოქმედებებისა, ვიზრუნეთ გუნდის ლოგოსა და ბლოგის დიზაინზე, ასევე, ბლოგის აქტიურობასა და მიმზიდველობაზე, შინაარსობრივი თვალსაზრისით. ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე სერიული პოსტი, მათ შორის: ქართველ და უცხოელ მწერალთა ბიოგრაფიები, საინტერესო ფაქტების სერია, გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამები და სხვა. ვგეგმავთ, კიდევ რამდენიმე, პირობითად, "თავის" შექმნას, სადაც სხვადასხვა შინაარსის ინფორმაციებს მოვუყრით თავს.
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ პირველი კვირა ჩვენი მოქმედებების მომზადებას დავუთმეთ, თუმცა, შრომათა ჭკვიანური გადანაწილებით, ვეცადეთ და, ალბათ, მოვახერხეთ, გუნდს "პასიური მონაწილე" არ დარქმეოდა.
ვფიქრობთ, მომავალი ღონისძიებებისა და სამოქმედო გზის კონტურები მოხაზულია, თუმცა მათი აფიშირებისგან, კონკურსის ხასიათიდან გამომდინარე, თავს შევიკავებთ.
ამრიგად, ესტუმრეთ ჩვენს ბლოგს, იკითხეთ საინტერესო პოსტები, გაიგეთ ჩვენი გუნდის მოქმედებათა შესახებ და იკითხეთ წიგნები!

გუნდი "ინკუნაბულა"!

No comments:

Post a Comment