დღეს უკვე სტარტი აიღო პროექტმა ,,წიგნების თაობა"! მიუხედავად იმისა, რომ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც, ჩვენს ბლოგს, უმეტესწილად, ჩვენი კონკურენტები (სხვა კონკურსანტები) მოინახულებენ ხოლმე, რომელთათვისაც ამ პროექტის შესახებ, სავარაუდოდ, ყველაფერი ისედაც ცნობილია, გადავწყვიტეთ სპეციალურად 7 მაისისადმი (პროექტის დასაწყისი) მიგვეძღვნა პოსტი როგორც პროექტის, ისე გამომცემლობის შესახებ. ვრცლად ნახავთ ინფორმაციას, რომელიც ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. მოთამაშეებო გილოცავთ სტარტის აღებას და გისურვებთ წარმატებებს!
წიგნების თაობა
“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” და „ზუმი“ უმაღლესი სასწავლებლების არადამამთავრებელი კურსის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ პროექტში “წიგნების თაობა“ და გამარჯვების შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში მიიღონ 300 ლარიანი სტიპენდია.
პროექტი „წიგნების თაობა“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შორის კითხვის პროპაგანდას. პროექტის ფარგლებში დარეგისტრირებული გუნდები ან ინდივიდუალური მოთამაშეები 6 კვირის განმავლობაში (7 მაისიდან 18 ივნისამდე) საკუთარი რესურსებით ჩაატარებენ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ და მისი პროდუქციის PR კამპანიას.
პროექტი „წიგნების თაობა“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შორის კითხვის პროპაგანდას. პროექტის ფარგლებში დარეგისტრირებული გუნდები ან ინდივიდუალური მოთამაშეები 6 კვირის განმავლობაში (7 მაისიდან 18 ივნისამდე) საკუთარი რესურსებით ჩაატარებენ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ და მისი პროდუქციის PR კამპანიას.
პროექტში მონაწილეობა
პროექტში მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის ნებისმიერი ფაკულტეტის არადამამთავრებელი კურსის სტუდენტი. სტუდენტებს შეუძლიათ პროექტში მონაწილეობა როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად (გუნდი შეიძლება შედგებოდეს მაქსიმუმ სამი სტუდენტისგან). თითოეულ გუნდის ან ინდივიდუალურად მონაწილე სტუდენტის PR კამპანიას უნდა ჰქონდეს სახელი, მაგალითად: “სანტა–ესპერანსას საზოგადოება”.
რეგისტრაცია
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა მეილზე (prsulakauri@gmail.com) უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ან მობრძანდნენ გამომცემლობაში და ადგილზე შეავსონ განაცხადი. აპლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე www.sulakauri.ge/app
რეგისტრაცია დაიწყება 9 აპრილს და გაგრძელდება 22 აპრილამდე.
პრეზენტაცია
30 აპრილს ყველა დარეგისტრირებული მონაწილისთვის ჩატარდება პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან ჟიურის წევრები და თანამედროვე ქართველი მწერლები. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ პროექტის შესახებ და პირადად გაიცნონ მწერლები, რაც გუნდებს PR კამპანიის წარმართვას გაუადვილებს.
სამოქმედო გეგმა
1 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით პროექტში მონაწილე გუნდებმა უნდა წარადგინონ სამოქმედო გეგმა თანდართული სტუდბილეთების ასლებით. თუ სამოქმედო გეგმა იქნება არაეთიკური, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ან მისი კონკურენტი კომპანიების შეურაცხმყოფელი ხასიათის, გუნდი გამოეთიშება კონკურს. სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს 6 კვირის განმავლობაში განსახორციელებელი აქციების ზოგად მიმოხილვას. კამპანია დაიწყება 7 მაისს და გაგრძელდება 18 ივნისამდე.
მიზანი
პროექტში მონაწილე გუნდის მიზანია, მაქსიმალურად დადებითად, ორიგინალურად და კრეატიულად წარმოაჩინოს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და მისი წიგნები, გაზარდოს ცნობადობა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პროპაგანდას.
საშუალებები
პროექტში მონაწილე გუნდებს უფლება აქვთ გამოიყენონ ნებისმიერი მარკეტინგული ღონისძიება და არხი მიზნის მისაღწევად, მათ შორის: ბლოგი, სოციალური ქსელები (Twitter, Facebook, Tumblr, Pinterest, goodreads), ინტერვიუები ავტორებთან, შეხვედრები მწერლებთან, თემატური კლუბები, ვიდეოები, რადიო, პოსტერები, რეცენზიები, აქციები ბაღებსა და სკოლებში, ჟურნალები, ონლაინ–შეხვედრები.
რეპორტინგი
პროექტის ყველა მონაწილე გუნდი ვალდებულია, დაარეგისტრიროს სპეციალური ბლოგი (wordpress ან blogspot), რომელზეც განთავსდება ყოველი დაგეგმილი ღონისძიება და შემდეგ განხორციელებული აქტივობის ამსახველი ფოტო, ვიდეო ან ტექსტური მასალა. კვირის ბოლოს ბლოგზე უნდა განთავსდეს გუნდის აქტივობის შემაჯამებელი ანგარიში (რეპორტი). ბლოგი უნდა იყოს დარეგისტრირებული top.ge-ზე და მისი რეიტინგი უნდა იყოს საჯარო.
აუცილებელი პირობა – ყოველი ღონისძიება უნდა ჩატარდეს არა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ სახელით, არამედ გუნდის სახელით.
როგორ დაეხმარება გამომცემლობა გუნდებს?
თითოეულ გუნდს აქვს უფლება, მოძებნოს სპონსორი, გარდა კონკურენტი გამომცემლობისა და წიგნის მაღაზიისა.
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ ყველა გუნდს გადასცემს 6 წიგნს რომელიმე ღონისძიებაზე გასათამაშებლად ან პრიზად (წიგნებს ყველა გუნდი თავად აირჩევს); სხვადასხვა ღონისძიებისთვის შესთავაზებს ფართს (გამომცემლობის ვერანდა, სანტა ესპერანსა, მწვანე სკოლა); წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გუნდს დაეთმობა თბილისის წიგნის ფესტივალზე სტენდის სცენა; გადაეცემათ კატალოგები თანაბარი რაოდენობით, ფლაერები და შესაძლებლობა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გაათამაშონ ფასდაკლების ბარათები.
ყველა ღონისძიების ანონსი გამოცხადდება გამომცემლობის საიტზე და ფეისბუქის გვერდზე.
ასევე, გამომცემლობის მარკეტინგის სამსახური უპასუხებს გუნდების ნებისმიერ კითხვას ტელეფონით, მეილით ან პირადად.
PR კამპანია უნდა იყოს სამართლიან პრინციპებზე აგებული და არ უნდა შეურაცხყოფდეს კონკურენტ გუნდებს, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა“ და სხვა გამომცემლობების იმიჯს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჟიური იტოვებს გუნდის კონკურსიდან მოხსნის უფლებას.
ყოველ ორშაბათს, ყოველკვირეული ანგარიშის (რეპორტის) წარმოდგენის შემდეგ, გუნდები ჟიურის მიერ შეფასდებიან 10 ბალიანი სისტემით 4 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით, ესენია: კრეატიულობა, თანმიმდევრულობა, ორგანიზება/განხორციელება, გამოხმაურება.
თითოეულ გუნდს შეაფასებს ჟიურის ერთი წევრი. სუბიექტური დამოკიდებულების გამოსარიცხად, იმავე გუნდს შემდეგ საკონკურსო კვირას შეაფასებს ჟიურის სხვა წევრი. ყოველ ორშაბათს ჟიურის მიერ დაწერილი ქულები გამოქვეყნდება გამომცემლობის ფეისბუქის გვერდზე.
პროექტის დასრულების შემდეგ გუნდებმა უნდა წარადგინონ 6 კვირის შემაჯამებელი ანგარიში (რეპორტი), რომელსაც ჟიურის სრული შემადგენლობა განიხილავს და შეაფასებს დამატებითი ქულებით ზემოთხსენებული ოთხი კრიტერიუმის მიხედვით.
პრიზი
გამარჯვებულ გუნდს დაენიშნება სტიპენდია 300 ლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში. სტიპენდია თანაბრად განაწილდება გუნდის წევრებზე.
დაჯილდოვება
დაჯილდოვება გაიმართება 30 ივნისს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 13 წლის იუბილეზე.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა დაარსდა 1999 წელს. თავდაპირველად ის თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებების გამოცემაზე იყო ორიენტირებული.
დროთა განმავლობაში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის საგამომცემლო პრიორიტეტები გაფართოვდა და პატარა ოჯახური ტიპის გამომცემლობიდან საქართველოს წამყვან გამომცემლობად იქცა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საგამომცემლო საქმიანობის განვითარებაში საქართველოში.
ამჟამად ჩვენი ძირითადი საგამომცემლო პრიორიტეტებია: თანამედროვე ქართული და უცხოური პროზა, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა, სასკოლო სახელმძღვანელოები და დარგობრივი ლიტერატურა.
დღესდღეობით ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყოველწლიურად დაახლოებით ორასამდე წიგნს გამოსცემს, მათ შორისაა როგორც თანამედროვე ქართველი, ისე მსოფლიოში ცნობილი ბესტსელერების ავტორებისა და ნობელიანტი მწერლების ნაწარმოებები.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აქტიური წევრია, მონაწილეობას იღებს წიგნის ყოველწლიურ ბაზრობებსა და ფესტივალებზე თბილისსა და ფრანკფურტში.
დროთა განმავლობაში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის საგამომცემლო პრიორიტეტები გაფართოვდა და პატარა ოჯახური ტიპის გამომცემლობიდან საქართველოს წამყვან გამომცემლობად იქცა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საგამომცემლო საქმიანობის განვითარებაში საქართველოში.
ამჟამად ჩვენი ძირითადი საგამომცემლო პრიორიტეტებია: თანამედროვე ქართული და უცხოური პროზა, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა, სასკოლო სახელმძღვანელოები და დარგობრივი ლიტერატურა.
დღესდღეობით ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყოველწლიურად დაახლოებით ორასამდე წიგნს გამოსცემს, მათ შორისაა როგორც თანამედროვე ქართველი, ისე მსოფლიოში ცნობილი ბესტსელერების ავტორებისა და ნობელიანტი მწერლების ნაწარმოებები.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აქტიური წევრია, მონაწილეობას იღებს წიგნის ყოველწლიურ ბაზრობებსა და ფესტივალებზე თბილისსა და ფრანკფურტში.
No comments:
Post a Comment