პოსტში თქვენ გაეცნობით მსოფლიო მწერლების, მეცნიერების, მსახიობების, პოლიტიკოსების და სხვათა გამონათქვამებს.
1. ცრემლები - ეს არის უძვირფასესი ჯილდო მომღერლისთვის. - ჰანს კრისტიან ანდერსენი, დანიელი მწერალი. პოპულარული გახადა საკუთარი ნაწარმოებების ჰუმანურობამ, ლირიულობამ და იუმორმა.
2. თუ ერთ სამართლიან ადამიანს ურტყამენ, ყველა სამართლიანი უნდა განიცდიდეს ტკივილსა და ტანჯვას. - ლეონიდ ანდრეევი, რუსი მწერალი.
3. ყველა ვინც კი ნამდვილად გყვარებიათ, მუდამ თქვენს გულებში იცოცხლებენ. - ანა ახმატოვა, რუსი პოეტი. ე.ევტუშენკოს დახასიათებით ის იყო "თეთრი ღამე" რუსული პოეზიისთის.
4. სიყვარულისგან მიყენებული ჭრილობები, თუკი ის სასიკვდილო არ აღმოჩნდა, იცოდეთ რომ არასდროს შეხორცდება. - ჯორჯ გორდონ ბაირონი, ინგლისელი პოეტი, რომანტიკოსი.
5. ქალს, რომელიც დასცინის საკუთარ ქმარს, აღარ ძალუძს უყვარდეს ის - ონორე დე ბალზაკი, ფრანგი მწერალი. ავტორი "კაცობრიობის კომედიისა" , რომელშიც მან ასახა რეალისტური სურათი ფრანგი საზოგადოებისა.
6.
იდეა, რომელსაც მოქმედება არ მოსდევს, ძვირად ვერ ფასობს. ხოლო მოქმედება, რომელსაც იდეა არ უდევს საფუძვლად, არაფრად არ ღირს. - ჯორჯ ბერნანოსი, ფრანგი მწერალი, პუბლიცისტი. ის აკრიტიკებდა თანამედროვე სამყაროს მდგომარეობას რელიგიურ-ეთიკური თვალსაზრისით.
7.
გაზარდეთ შვილები კეთილებად, მხოლოდ ამას შეუძლია აქციოს ისინი ბედნიერებად. - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი. დაყრუებამ ,რომელიც თავს დაატყდა ბეთჰოვენს მოღვაწეობის გზაზე, ვერ შეუშალა მის მისწრაფებებს ხელი, პირიქით - გააღრმავა კიდეც კომპოზიტორის ფილოსოფია.
8.
გინდა, რომ შენი სიმღერები არ დაივიწყონ? მაშინ იმღერე ადამიანის გრძნობებზე. - რობერტ ბრაუნინგი, ინგლისელი პოეტი. აქტიური დამცველი ჰუმანური იდეებისა.
9. ცხოვრებამ მასწავლა ბევრისათვის მეპატიებინა, თუმცა უფრო მეტად ვისწავლე მეთხოვა პატიება. - ოტო ფონ ბისმარკი, გერმანიის იმპერიის პირველი რaიხსკანცლერი.
No comments:
Post a Comment