ჩვენი გუნდი, დღეიდან, იწყებს ბლოგის გამოცოცხლებას. ჩვენს ბლოგზე, გარდა პროექტის "წიგნების თაობა" შესახებ დადებული პოსტებისა, სადაც აისახება ჩვენი ღონისძიებები და სხვადასხვა სახის ინფორმაცია, სისტემატიურად დაიდება პოსტები თემაში "ბრძენი ხალხი გვასწავლის". მოცემულ პოსტებში თქვენ გაეცნობით მსოფლიო მწერლების, მეცნიერების, მსახიობების, პოლიტიკოსების და სხვათა გამონათქვამებს.
1. ყველაზე დიდი სიმდიდრე სიცოცხლეა. - ჯონ რასკინი, ხელოვნებათმცოდნე, სოციოლოგი
2. ჩვენ ქამელეონებს ვგავართ - ჩვენი მიდრეკილებანი და ცრურწმენები ადგილს იცვლიან მარტივი და დალოცვილი რეალობის კვალდაკვალ. - მარკ ტვენი, მწერალი და იუმორისტი
3. ვინც ძალიან სწრაფად ხარჯავს, ვერასოდეს მდიდრდება. - ონორე დე ბალზაკი, რომანისტი და დრამატურგი
4. არასოდეს ისაუბროთ დაკარგულ სიყვარულზე - ჭეშმარიტი სიყვარული არასდროს იკარგება! - ჰენრი უადვორთ ლოგფელოუ, პედაგოგი და პოეტი
5. ცინიზმი ჩვენი მხედველობის ის ნაკლია, რომელიც გვაიძულებს, დავინახოთ სამყარო არა ისე, როგორც გვინდა, რომ იყოს, არამედ ისე - როგორც არის. - ემბროუზ ბირსი, ჟურნალისტი და მწერალი
6. ქრისტეს იდეა ბევრად უფრო ძველია, ვიდრე - ქრისტიანობისა. - ხორხე სანტაიანა, ფილოსოფოსი და პოეტი
7. ჩვეულებები ჩვენ ყველაფერთან გვაგუებს. - ედმუნდ ბარკი, საზოგადო მოღვაწე, მწერალი და ორატორი
8. მეგობრობა ღამის ჩრდილი, რომელიც სიცოცხლის მზის ჩასვლასთან ერთად იზრდება. - ჟან დე ლა ფონტე, პოეტი
9. ლიდერი იმედების ვაჭარია - ნაპოლეონ ბონაპარტე, საფრანგეთის იმპერატორი, გენერალი
10. ყველა შემთხვევაში შეუღლდით: თუ კარგი ცოლი შეგხვდებათ, თქვენ ბედნიერი იქნებით, თუ არა - ფილოსოფოსი გახდებით. - სოკრატე, ფილოსოფოსი
No comments:
Post a Comment