ფერით ორჰან ფამუქი დაიბადა 1957 წლის 7 ივნისს, ქალაქ სტამბოლში. ის არის თურქული პოსტ-მოდერნისტული ლიტერატურის წამყვანი მწერალი-რომანისტი. საკუთარ სამშობლოში უზომოდ პოპულარული მწერლის მკითხველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება მთელ მსოფლიოში.
მისი, როგორც ევრაზიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი თანამედროვე რომანისტის ნამუშევრები თარგმნილია ორმოცზე მეტ ენაზე.
მიღებული აქვს წამყვანი თურქული და საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდოები. 2006 წლის 12 ოქტომბერს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში — თურქეთის პირველი მოქალაქე, რომელიც ნობელის პრემიას იღებს.
ფამუქი შეძლებულ ოჯახში დაიბადა, მამამისი ინჟინერი იყო. სტამბოლის ამერიკული სასწავლებლის რობერტ კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ოჯახის ზემოქმედებით ის სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე აბარებს, თუმცა სამ წელიწადში ის უნივერსიტეტს თავს ანებებს და წერას იწყებს. 1977-ში ფამუქი სტამბოლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ამთავრებს. 22-დან 30 წლამდე, დედასთან ერთად ცხოვრობს და წერს თავის პირველ რომანს.

1982 წლის 1 მარტს ფამუქმა ეილინ ტურეგენზე იქორწინა, 1991-ში შეეძინათ ქალიშვილი რუია. 1985-1988 წლებში ასწავლიდა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც მისი მეუღლე სწავლობდა. ამავე პერიოდში, ფამუქი იყო მიწვეული წევრი აიოვას უნივერსიტეტში. ამის შემდეგ, ის ისევ სტამბოლში ბრუნდება, სადაც დღემდე ცხოვრობს. 2001-ში წყვილი განქორწინდა.
2006 წლიდან ორჰანი კვლავ კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობს მიწვეული პროფესორის თანამდებობაზე. ამჟამად, თანამშორმლობს უნივერსიტეტის კომიტეტთან გლობალურ საკითხებში და ატარებს შეხვედრებს ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ენებისა და კულტურის განყოფილებაზე, ასევე კოლუმბიის უნივერსიტეტის ხელოვნებათა სკოლაში.

No comments:
Post a Comment