Wednesday, May 9, 2012

გურამ დოჩანაშვილი


ურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს  ქ. თბილისში. მამა - პეტრე დოჩანაშვილი, პროფესიით ექიმი, დედა - გულნარა ემხვარი, უბრალოდ, დიასახლისი. მომავალი მწერალი იზრდებოდა ზემელზე, რუსთაველზე, სოლოლაკსა და ვერაზე. გურამ დოჩანაშვილის ბაბუა - სილოვან ემხვარი იყო აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი. 
უნივერსიტეტში სწავლისას გურამ დოჩანაშვილმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რიმელთანაც იქორწინა 1964 წელს. მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო, და გამოიცა მისი პირველი წიგნი ,,მთის გადაღმა".
1968 წელს გურამ დოჩანაშვილი ,,მწერალთა კავშირის" წევრი გახდა. იმავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი - ირაკლი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა 1990 წელს. ამ უმძიმესი დღეების გადატანაში მას სასულიერო პირები და უახლოესი მეგობრები დაეხმარნენ. ყოველივე თავსგადამხდარმა განსაკუთრებულად დაახლოვა უფალთან და ეკლესიასთან. უფალმა კი მალე ის გამოუგზავნა, ვინც მისი ცხოვრება კვლავ გააცოცხლა: ,,ბაბუა გიჟია, იმიტომ რომ ჩემზე გიჟდება" - ამბობს მისი შვილიშვილი, თინათინ ჭკუასელი.
გურამ დოჩანაშილის პირველი მოთხრობა დაიბეჭდა ჟურნალ ,,ცისკარში" 1961 წელს.

No comments:

Post a Comment