Thursday, May 10, 2012

საინტერესო ფაქტების სერია (ნაწილი II)


ვრი რამის ახსნა მოახერხა ადამიანმა... ბევრი რამ ჯერ კიდევ გამოცანად რჩება... ხდება ისე, რომ რაღაცები არსებობს... უბრალოდ, არსებობს და მორჩა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტების მორიგ კრებულს.
1. ალასკის დროშა 13 წლის ბავშვმა შექმნა.
2. ანტარქტიკის  საერთაშორისო საერთაშორისო ტელეფონის კოდია -672.
3. კაპიტანი კუკი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ყველა კონტინენტზე დადგა ფეხი გარდა ანტარქტიკისა.
4. ავსტრალიაში თავიდან ორმოცდაათ ცენტიანი მონეტა შეიცავდა ორი დოლარის ღირებულების ვერცხლს.
5. ინგლისის ბიბლიოთეკებში ყველაზე ხშირად იპარავენ გინესის წიგნებს.
6. მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო მრავალრიცხოვანია ვიდრე მისი არმია.
7. საჰარის უდაბნოში 1979 წლის 18 თებერვალს თოვლი წამოვიდა.
8. ერთადერთი ქვეყანა, სადაც 1983 წელს არცერთი მშობიარობა არ არის დარეგისტრირებული, არის ვიეტნამი.
9. ნილოსი გაიყინა ორჯერ: IX და XI საუკუნეებში.
10. იტალიაში, ქალაქ სიენაში, ეკრძალებათ მეძავობა ყველას, ვისაც ჰქვია მარია.
11. ესკიმოსების ენაზე თოვლს შეესატყვისება 20 სიტყვა.
12. ძველ რომში, თუ  პაციენტი გარდაიცვლებოდა ოპერაციის დროს ექიმს ხელს აჭრიდნენ.
13. მხოლოდ ერთი ვესტერნი არსებობს, რომელიც გადაიღო ქალმა.
14. ევროპელებმა, როდესაც მათ პირველად ნახეს ჟირაფი დაარქვეს "აქლემოპადი" - ეგონათ, რომ ეს იყო აქლემის და ლოპარდის ნაჯვარი.
15. ტოკიოს ზოოპარკი ყოველწლიურად იხურება 2 თვით, რათა ცხოველებმა დაისვენონ მნახველებისგან.
16. მდედრობითი სქესის ძაღლები უფრო ხშირად იკბინებიან, ვიდრე მამრობითი.
17. ზვიგენებს გააჩნიათ იმუნიტეტი კიბოს წინააღმდეგ.
18. შექსპირი და სერვანტესი გარდაიცვალნენ ერთსა და იმავე დღეს - 1616 წლის 23 აპრილს.
19. როდესაც ადამიანი სახეზე წითლდება , მისი მუცელიც წითლდება.
20. XV საუკუნეში ფიქრობდნენ, რომ წითელი ფერი არჩენს, ამიტომ უფრო ხშირად იცვამდნენ წითელი ფერის სამოსს და საკუთარ გარემოს რთავდნენ წითელი ფერის საგნებით.

No comments:

Post a Comment