არსებობს გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ წიგნის გამოგონება პირდაპირკავშირშია საბეჭდი მანქანის აღმოჩენასთან. ეს აზრი მცდარია. მიიჩნევა, რომ ბეჭდვის პროცესი - წიგნის დამუშავება მექანიკური მანქანის საშუალებით, ქმნის სრულყოფილი პროდუქტის იმ სახეს, რასაც წიგნი წარმოადგენს.
ხელნაწერ წიგნებს
არა, უბრალოდ, "წიგნებს", არამედ - მანუსკრიპტებს უწოდებენ. ხოლო პირველ დაბეჭდილ წიგნებს "ინკუნაბულებს", ანუ "ყრმა წიგნებს". ჩვენ იმ აზრს შევეგუეთ, რომ ხელნაწერი და დაბეჭდილი წიგნები ერთმანეთისგან განსხვავდება. თვით ბიბლიოთეკებშიც გვხვდება ეს დაყოფა: ხელნაწერი წიგნები როგორც კატალოგებში, ისე - ფიზიკურად, დაბეჭდილი წიგნებისაგან გამიჯნულად მდებარეობს.
თუმცა, ისტორიული თვალსაზრისით, ეს დაყოფა მცდარია. პირველი ბეჭდური წიგნები, რომლებიც მე-15 საუკუნეში მოევლინენ ქვეყანას, წარმოადგენენ მანუსკრიპტების იმიტაციას და მათგან ძალიან მცირედით განსხვავდებიან. თვით შრიფტებიც კი მაქსიმალურადაა მიმსგავსებული ადამიანის კალიგრაფიას.
გუტენბერგს არავის მოტყუება ან შეცდომაში შეყვანა არ განუზრახავს. ის, უბრალოდ, ქმნიდა წიგნებს ახალი საშუალებით, იმ მაგალითებით, რომლებსაც თავად ამჩნევდა. წიგნის არსი არ შეცვლილა, მხოლოდ მისი შექმნის ხერხებმა განიცადეს გარდაქმნა.
მანამდე, ქრისტიანობის დამსახურებით, ანტიკური გრაგნილები ჩამოყალიბდა კოდექსების სახით, რაც ჩვენ წიგნის გვერდებს გვაგონებს. ეს დროში გაწელილი და რთული პროცესი იყო, რომელიც მიმდინარეობდა ადამიანთა საზოგადოებების გლობალური ისტორიული ცვლილებების კვალდაკვალ. შეიძლება ითქვას, რომ წიგნის არსი, როგორც ინფორმაციისა და გამოცდილების გადამტანისა, უცვლელი დარჩა, მხოლოდ მისი ფორმა შეიცვალა.
დღეს, ინფორმაციული რევოლუციის პერიოდში, გამოჩნდა წიგნების ახალი ნაირსახეობა - ელექტრონული წიგნები. მათი მომავალი რთული განსაჭვრეტია, მაგრამ ერთი ფაქტია - აქამდე არასდროს არ ყოფილა ინფორმაციის მოპოვება ასეთი იოლი.
წიგნის, როგორც ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობას, რომ ფიზიკურ ფორმასა და მახასიათებლებს მიღმა, ის ინახავს ინტელექტუალურ არსს. საზოგადოებაში იდეებისა და ინფორმაციების გავრცელების მემკვიდრეობა მასშტაბურია, მაგრამ ეს უკვე თავად წიგნის ისტორიის ფარგლებში არ არის განსახილველი.
ამრიგად, წიგნის ისტორია არის ტექნოლოგიური ინოვაციების ისტორია, რომლებმაც ტექსტის ხარისხი განავითარეს, ასევე უზრუნველჰყვეს ინფორმაციის შენახვა, გაზარდეს პროდუქციის რაოდენობა, გამოასწორეს გამოცემასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა სისწრაფე, მობილურობა და ინფორმაციის მიღების სიმარტივე. ეს ისტორია დაკავშირებულია სხვადასხვა ქვეყანათა და საზოგადოებათა როგორც პოლიტიკურ, ისე - სოციალურ და ეკონომიკურ სიტუაციებთან, ასევე იდეოლოგიებისა და რელიგიების ისტორიასთან.
![]() |
ინკუნაბულა |

No comments:
Post a Comment