Tuesday, June 12, 2012

"ინკუნაბულას" შედეგები (მიმართულების რეპორტი)

თავაზობთ ჩვენი მთავარი სამოქმედო მიმართულების - მოსწავლეთაშორისი ტესტირებების შესახებ სტატისტიკას:

ჯამში, ჩვენი სამკაციანი გუნდი ეწვია 2 სკოლის 5 კლასს. ესენია: 126-ე სკოლის მე-6 და მე-9 კლასები და კერძო სკოლის "ჯეჯილი" მე-7ა, მე-7ბ და მე-8 კლასები. სამივე სკოლაში გამოვავლინეთ გამარჯვებული. რამდენიმე კლასში მოსწავლეებს შორის ქულათა თანაფარდობის გამო, გაიმარჯვა მან, ვინც პირველმა ჩააბარა ნაწერი. გამარჯვებულთა საბოლოო სია ასეთია:
1. დაჩი ელიზბარაშვილი - "ჯეჯილი"
2. ლიზა გურგენიძე - "ჯეჯილი"
3. მარიამ ნიჟარაძე - "ჯეჯილი"
4. ნინი ხუჯაძე - 126-ე სკოლა
5. ნინო შონვაძე - 126-ე სკოლა. 

ხვალ ყველა გამარჯვებულს გადაეცემა, სიმბოლურად, სიგელი და წიგნი საჩუქრად. სასურველია, და ჩვენი გუნდი ამასთან დაკავშირებით ყველაფერს აკეთებს, რომ დავითანხმოთ ქართველ მწერალთაგან რომელიმე, რომელიც წამოგვყვება ბავშვების დასაჯილდოვებლად და შეხვედრას გამართავს მათთან.
1. ჯამში 126-ე სკოლის მე-9 კლასის 33-მა მოსწავლემ დაწერა ტესტი წიგნზე "ნოეს შვილი";
2. 126-ე სკოლის მე-6 კლასის 15-მა მოსწავლემ სულ დაწერა 3 ტესტი: "უფლისწული და მათხოვარი", "ტომ სოიერის თავგადასავალი", "წითელკანიანთა ბელადის დახსნა".
3. "ჯეჯილის" მე-7 კლასელებმა, სულ - 27-მა მოსწავლემ, დაწერეს 2 ტესტი: "უფლისწული და მათხოვარი" და "ო'ჰენრის მოთხრობები".
4. "ჯეჯილის" მე-8 კლასის 10-მა მოსწავლემ დაწერა 2 ტესტი: "თეთრი ეშვი" და "ჯეინ ეარი".

აქვე შევნიშნავთ, რომ ბავშვებმა წიგნები აირჩიეს შეთავაზებული კატალოგიდან "მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდთათვის". ჯამში, ჩვენი კონკურსის ფარგლებში, წიგნი წაიკითხა 100-მდე მოსწავლემ. დამუშავდა 10-მდე წიგნი და, აქვე აღვნიშნავთ, რომ თითოეულ წიგნს ჰქონდა რამდენიმე ვარიანტი.
რამდენადაც გვაცნობეს, სანამ ფასდაკლების ბარათებს დავარიგებდით, ბავშვებმა შეიძინეს ათობით წიგნი გამომცემლობასა და მაღაზიებში.
გვიხარია, რომ ბავშვები ძალიან იყვნენ დაინტერესებულნი და, როგორც კი ჩვენ ამგვარი კონკურსის ჩატარების შესაძლებლობა მოგვეცემა, მათივე თხოვნისამებრ, აუცილებლად შევატყობინებთ.
მადლობას ვუხდით სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და, რაღა თქმა უნდა, მოსწავლეებს, რომლებიც ძალიან მოწადინებულნი იყვნენ!

No comments:

Post a Comment