Tuesday, June 5, 2012

"ინკუნაბულას" მე-4 კვირის ანგარიში

ამაში ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და ჩვენც, რამდენადაც ვხვდებით, ბოლოს წინა რეპორტის დაწერა გვიწევს. წინა კვირებისგან განსხვავებით, ჩვენმა გუნდმა რამდენიმე სიახლე შეიტანა "მოღვაწეობაში"
პირველი სიახლე გახლავთ ონლაინ-ვიქტორინა, რომლის გამარჯვებული შაბათს გამოვავლინეთ და გუშინ დავაჯილდოვეთ. რაც ყველაზე მთავარია, ბონუს ქულებისთვის ბრძოლაში და ამ კვირის აქტივობის გაღრმავებისთვის, ჩვენმა გუნდმა გადაიღო, ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო ვიდეო-რგოლი, რომელიც Youtube-ზე უნდა ატვირთულიყო, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო, დაგვიანდა. ასეა თუ ისე, ვიდეო დღეს გამოქვეყნდება და ყველას შეგეძლებათ ნახოთ "ინკუნაბულა"-ს "შიმშილის თამაშები". ამ თვალსაზრისით, ვთხოვთ ჟიურის და ორგანიზატორებს, ბონუს-ქულები გამოაქვეყნონ მოგვაინებით.
აქვე ვიტყვით, რომ არ შეგვიწყვიტავს ტესტირებების ჩატარება 126-ე სკოლასა და "ჯეჯილში", ხვალ ჩვენი გუნდი ამ უკანასკნელი სკოლის 3 კლასში ჩაატარებს ტესტირებას. გულწრფელად ვამბობთ, რომ ცალკე 4 წიგნის დამუშავებამ კითხვების მოსამზადებლად და ცალკე - ვიდეორგოლის გადაღებამ მოგვწყვიტა გარესამყაროს და "წიგნების თაობის" გარეთ, მართლაც, ვეღარ ვმოქმედებთ.
ჩვენს რეპორტშივე აღვნიშნავთ, რომ ამ კვირაშიც ვგეგმავთ ვიდეო-რგოლის გადაღებას, ასევე, ერთ-ერთი მწერლის მიწვევას მოსწავლეებთან, რაც მომავალი კვირის რეპორტშიც აისახება.
რა თქმა უნდა, ამ შაბათსაც გაიმართება ონლაინ-ვიქტორინა ჩვენი "პირწიგნაკის" გვერდზე. ამასთან, ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნებული გამოკითხვების თანახმად, ამ კვირიდან განვაახლებთ ისეთი პოსტების დადებასაც, რომლებიც "წიგნების თაობისთვის" მთლად რელევანტური შეიძლება არ იყოს.

PS: კიდევ ერთხელ გთხოვთ, ბონუს-ქულების გამოქვეყნებამდე ნება მოგვცეთ ავტვირთოთ ჩვენი ვიდეო! გმადლობთ!

No comments:

Post a Comment