Tuesday, June 12, 2012

"ინკუნაბულა"-ს მეხუთე ანგარიში

ეხუთე კვირაში "ინკუნაბულამ" იმუშავა რამდენიმე მიმართულებით, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ვრცლად მოვიხილავთ.
პირველყოვლისა, მოვრჩით ტესტირებებს, დავბეჭდეთ სიგელები ყოველი კლასის გამარჯვებულებს შორის (უფრო ზუსტად, 1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილოსნებისთვის), რომლებსაც მათ ხვალ გადავცემთ. ხვალ შევხვდებით მოსწავლეებს და დავაჯილდოვებთ წიგნებით - ქართველი მწერლის წიგნით, რომელსაც, შესაძლებლობის შემთხვევაში, ავტორი თავადვე გადასცემს გამარჯვებულებს. გაიმართება მცირეხნიანი შეხვედრა მწერალთან, რომელიც ბავშვებს გაესაუბრება სხვადასხვა თემებზე.
სხვა მხრივ, გათამაშდა კიდევ ერთი წიგნი "ინკუნაბულას" ონლაინ-ვიქტორინაში. კითხვები შეეხო გამომცემლობის სერიას "მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდთათვის". აქტიურობა ბევრად მაღალი იყო მონაწილეთა შორის, ვიდრე - წინა შაბათს. პროექტის დასრულებამდე, ვფიქრობთ, ერთ ვიქტორინას კიდევ მოვაწყობთ.
მესამე და, ვფიქრობთ, ბოლო კვირებისთვის მთავარი, ჩვენი ვიდეო-რგოლებია, სადაც ჯერ "შიმშილის თამაშების", ამ კვირაში კი - iBook.ge-ის რეკლამა გავაკეთეთ. ამ კვირის სამივე ვიდეო-რგოლი, ვფიქრობთ, მოწონებით სარგებლობს.
ბოლო კვირისთვის ვგეგმავთ კიდევ ვიდეო-რგოლების გადაღებას - როგორც გამომცემლობის ისე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დავალების შესახებ. დღესვე დავდებთ სურათებს და ჯამურ ოდენობას მოსწავლეებისა, თუ რამდენმა მოსწავლემ რამდენი წიგნი წაიკითხა "ინკუნაბულას" ერთთვიან კონკურსში.
მომავალ კვირაში კიდევ გპირდებით საინტერესო ღონისძიებებს.
გუნდი "ინკუნაბულა"

No comments:

Post a Comment