Thursday, May 31, 2012
Wednesday, May 30, 2012
ტესტირება კერძო სკოლაში "ჯეჯილი"
"ინკუნაბულა" დღეს კერძო სკოლას "ჯეჯილი" ეწვია და მე-7 და მე-8 კლასებში ტესტირება ჩაატარა. გთავაზობთ ტესტირების შედეგებს მარკ ტვენის ნაწარმოების "უფლისწული და მათხოვარი" მიხედვით, რომელიც მე-7 კლასის მოსწავლეებმა დაწერეს. მე-8 კლასის ნაშრომების შედეგებს დღეს, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
Monday, May 28, 2012
"ინკუნაბულა"-ს მესამე კვირის ანგარიში!
გუნდი "ინკუნაბულა" წარმოგიდგენთ თავისი აქტივობების მესამე კვირის ანგარიშს პროექტის "წიგნების თაობა" ფარგლებში.
Wednesday, May 23, 2012
"ინკუნაბულა"-ს 22 მაისის შეხვედრები
"ინკუნაბულა" გუშინ "ჯეჯილის" ორი კლასის მოსწავლეებს შეხვდა და მათ თავიანთი კონკურსის პირობები გააცნო. ორივე კლასი ჩაერთო შეჯიბრში და მომდევნო კვირისთვის ტესტის წერასაც შეუდგებიან.
Monday, May 21, 2012
გუნდის "ინკუნაბულა" მეორე კვირის ანგარიში
პროექტი "წიგნების თაობა", უკვე მეორე კვირაა, აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს ძალიან ბევრი გუნდი გამოეთიშა. ძალიან ბევრი კიდევ არ ასახავს რეალობას, მონაწილეთა უმრავლესობა გამოეთიშა(!). გუნდი "ინკუნაბულა" კი მზადაა, თავისი ყოველკვირეული ანგარიშის მორიგი ანალიზი შემოგთავაზოთ.
ბრძენი ხალხი გვასწავლის (ნაწილი II)
პოსტში თქვენ გაეცნობით მსოფლიო მწერლების, მეცნიერების, მსახიობების, პოლიტიკოსების და სხვათა გამონათქვამებს.
გუნდის "ინკუნაბულა" კონკურსის პრეზენტაცია კერძო სკოლაში "ჯეჯილი"
დღეს, მას შემდეგ, რაც თბილისის ერთ-ერთმა საჯარო სკოლამ ტესტირება დაამთავრა (იხ. "126-ე საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა პირველი ტესტი წერეს!"), ჩვენი გუნდი კერძო სკოლას "ჯეჯილი" ეწვია, სადაც მოსწავლეებს კონკურსი წარუდგინა.
126-ე საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა პირველი ტესტი წერეს!
დღეს 126-ე სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა პირველი ტესტირებაც გაიარეს. მათმა ნაწილმა წარმატებით გადალახა პირველი ეტაპი. მომდევნო ორშაბათს მათ კიდევ ახალი ტესტის დაწერა მოუწევთ.
Sunday, May 20, 2012
საინტერესო ფაქტების სერია (ნაწილი IV)
ბევრი რამის ახსნა მოახერხა ადამიანმა... ბევრი რამ ჯერ კიდევ გამოცანად რჩება... ხდება ისე, რომ რაღაცები არსებობს... უბრალოდ, არსებობს და მორჩა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტების მორიგ კრებულს.
2010 წლის საუკეთესო წიგნი
იანვრის თვის მიწურულს ინგლისში, კერძოდ, ლონდონში საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონიაზე პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსის Costa Book Awards-ის გამარჯვებული მწერლები და პოეტები მოიწვიეს გაერთიანებული სამეფოდან და ირლანდიიდან.
მწერლებმა უკანასკნელი 200 წლის საუკეთესო ნაწარმოებები დაასახელეს
დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის ასზე მეტმა ცნობილმა მწერალმა უკანასკნელი 200 წლის საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებების შერჩევაში მიიღეს მონაწილეობა.
Saturday, May 19, 2012
რატომ უნდა ვკითხულობდეთ წიგნებს?
კითხვის გარეშე ჩვენი ცხოვრება აზრს დაკარგავდა. ადამიანები წიგნს სხვადასხვა მიზეზით კითხულობენ: ახალი, სასიცოცხლო მნიშვნელობის ან სამუშაოსთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად; ზოგისთვის კითხვა განტვრითვის საუკეთესო საშუალება დამღლელი სამუშაოს შემდეგ, ყურადღება სხვა საკითხებზე გადააქვთ, აფართოებენ თავიანთ ცოდნას.
მიგელ დე სერვანტესი
მიგელ დე სერვანტესი დაიბადა ესპანეთიში, ქალაქ ალკალა-დე-ენარესში 1547 წლის 29 სექტემბერს. მსოფლიოში აღიარებული ესპანელი მწერალი. პირველ ყოვლისა ის ცნობილია, როგორც ავტორი უნიკალური რომანისა "დონ კიხოტი".
Friday, May 18, 2012
"ინკუნაბულა"-ს მეორე სტუმრობა 126-ე სკოლის მოსწავლეებთან
გუნდი "ინკუნაბულა" გუშინ მეორედ ეწვია 126-ე სკოლის მოსწავლეებს, რათა მე-6 კლასელებისთვის ტესტირება ჩაეტარებინა იმ წიგნის შესახებ, რომლის წაკითხვაც მათ ერთი კვირის წინ დაევალათ.
Wednesday, May 16, 2012
ჰერმან ჰესე
ჰერმან ჰესე დაიბადა 1877 წლის 2 ივლისს, ვუტენბურგის პატარა ქალაქში თეოლოგის ოჯახში. ჰერმან ჰესე აღიარებულია ახალი გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთ ფუძემდებლად და უბრწყინვალეს წარმომადგენლად.მწერლის სიწმინდემ , ადამიანისადმი სიყვარულმა , ჰუმანიზმმა მისი იწგნები ახლობელი გახადა როგორც გერმანელი,ასევე სხვა ქვეყნების მკითხველისთვის. მისი შემოქმედება ფრიად ფართო და რთულია.
დავითგარეჯა - საქართველოს სიმდიდრე და მასთან დაკავშირებული უთანხმოებანი
მიუხედავად იმისა, რომ პროექტთან დაუკავშირებელია, გვსურს გარკვეული შემეცნებითი სახეც მივცეთ ამ ინფორმაციას. გიამბობთ დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსის შესახებ, წაიკითხავთ ისტორიას და ყველაზე მნიშნველოვან ფაქტებს. სჯობს ყველამ გამოვიხედოთ ცოტა წიგნსგარეთაც, თეიმურაზ ხევისთავივით რომ არ ვიქცეთ!
პირველი კვირის შედეგები
"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" ჟიურიმ პირველი კვირის შედეგები შეაჯამა! გაირკვა, რომ ერთი გუნდი გამორჩეული სიმპათიებით სარგებლობს, რამდენიმე გუნდის მხოლოდ სახელი-ღა შემორჩა, ყველაზე მოტივირებულთა სია კი დიდი რიცხვით არ შემოიფარგლება და ჩვენც, ამ სიაში ვართ!
Tuesday, May 15, 2012
"ინკუნაბულა" ერთი კვირისაა! (I კვირის ანგარიში)
კონკურსის პირველმა კვირამაც ჩაიარა. დღეს ჩვენმა გუნდმა კვირის ანგარიში უნდა წარმოადგინოს, თუმცა ჩვენი გუნდის აქტიურობისთვის თვალის მიდევნება ნებისმიერ მსურველს ბლოგის დათვალიერებითაც შეეძლო, გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ დაინტერესებულ პირებს, ჩვენი "მოღვაწეობის" შესახებ ინფორმაციის, შეძლებისდაგვარად, სრულყოფილად მიღებაში.
Monday, May 14, 2012
საინტერესო ფაქტების სერია (ნაწილი III)
ბევრი რამის ახსნა მოახერხა ადამიანმა... ბევრი რამ ჯერ კიდევ გამოცანად რჩება... ხდება ისე, რომ რაღაცები არსებობს... უბრალოდ, არსებობს და მორჩა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტების მორიგ კრებულს.
Saturday, May 12, 2012
მსოფლიო ბესტსელერები (ნაწილი I)
ყველასთვის ცნობილია სხვადასხვა გამომცემლობის აკინძული წიგნების შესახებ, სადაც გვხვდება: "სასიცოცხლო" მნიშვნელობის, სიცოცხლის ბოლომდე წასაკითხი და სხვა მსგავსი წიგნები. ვფიქრობთ, მკითხველის დასაინტერესებლად აუცილებელია წიგნის ტირაჟებისა და გაყიდვების შესახებ ცნობების მიწოდება. დღეიდან ჩვენი ბლოგი გთავაზობთ ახალ აქციას: "მსოფლიო ბესტსელერები" - წიგნები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე მეტ ადამიანს აქვს წაკითხული!
Friday, May 11, 2012
პაულო კოელიო
პაულო კოელიო დაიბადა რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში, 1947 წლის აგვისტოს. სანამ ყველაზე პოპულარულ ბრაზილიელ მწერლად მოგვევლინებოდა - 100 მილიონზე მეტი წიგნის ეგზემპლარის გაყიდვით, მუშაობდა თეატრში რეჟისორად და ჟურნალისტად.
ფერით ორჰან ფამუქი
ფერით ორჰან ფამუქი დაიბადა 1957 წლის 7 ივნისს, ქალაქ სტამბოლში. ის არის თურქული პოსტ-მოდერნისტული ლიტერატურის წამყვანი მწერალი-რომანისტი. საკუთარ სამშობლოში უზომოდ პოპულარული მწერლის მკითხველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება მთელ მსოფლიოში.
Thursday, May 10, 2012
ვიქტორ ჰიუგო
ვიქტორ-მარი ჰიუგო დაიბადა 1802 წლის 26 თებერვალს, ქალაქ ბეზანსონში. ის იყო ფრანგი რომანტიკოსი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, სახელმწიფო მოღვაწე და ადამიანის უფლებათა აქტივისტი.
"ინკუნაბულა" თამაშის აქტიურ ფაზაზე გადადის
დღეს "ინკუნაბულამ" აქტიურობა დაიწყო. როგორც გუნდის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტად განისაზღვრა, მონაწილეები ეცდებიან, სკოლის მოსწავლეები დააინტერესონ წიგნით პროექტის განმავლობაში. ამ მიზნით, ჩვენი გუნდი, სრული შემადგენლობით, თბილისის 126-ე საჯარო სკოლას ეწვია.
საინტერესო ფაქტების სერია (ნაწილი II)
ბევრი რამის ახსნა მოახერხა ადამიანმა... ბევრი რამ ჯერ კიდევ გამოცანად რჩება... ხდება ისე, რომ რაღაცები არსებობს... უბრალოდ, არსებობს და მორჩა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტების მორიგ კრებულს.
Wednesday, May 9, 2012
დავით ტურაშვილი
დავით ტურაშვილი (დაიბადა 10 მაისს,1966 წ., თბილისში) — თანამედროვე ქართველი მწერალი. დაამთავრა თბილისის 57-ე საშუალო სკოლა. სწავლობდა ,,თსუ"-ის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ასევე, ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას თბილისის, ხოლო შემდეგ - ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში, კინოდრამატურგიას - ერლომ ახვლედიანის სასცენარო სახელოსნოში.
ლაშა ბუღაძე
ლაშა ბუღაძე დაიბადა 1977 წელს თბილისში. გახლავთ მწერალი, დრამატურგი. პირველი პიესა მან 19 წლის ასაკში დაწერა, ამხანაგების თხოვნით.
გურამ დოჩანაშვილი
გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში. მამა - პეტრე დოჩანაშვილი, პროფესიით ექიმი, დედა - გულნარა ემხვარი, უბრალოდ, დიასახლისი. მომავალი მწერალი იზრდებოდა ზემელზე, რუსთაველზე, სოლოლაკსა და ვერაზე. გურამ დოჩანაშვილის ბაბუა - სილოვან ემხვარი იყო აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი.
Monday, May 7, 2012
საინტერესო ფაქტების სერია (ნაწილი I)
ბევრი რამის ახსნა მოახერხა ადამიანმა... ბევრი რამ ჯერ კიდევ გამოცანად რჩება... ხდება ისე, რომ რაღაცები არსებობს... უბრალოდ, არსებობს და მორჩა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტების პირველ კრებულს.
ბრძენი ხალხი გვასწავლის (ნაწილი I)
ჩვენი გუნდი, დღეიდან, იწყებს ბლოგის გამოცოცხლებას. ჩვენს ბლოგზე, გარდა პროექტის "წიგნების თაობა" შესახებ დადებული პოსტებისა, სადაც აისახება ჩვენი ღონისძიებები და სხვადასხვა სახის ინფორმაცია, სისტემატიურად დაიდება პოსტები თემაში "ბრძენი ხალხი გვასწავლის". მოცემულ პოსტებში თქვენ გაეცნობით მსოფლიო მწერლების, მეცნიერების, მსახიობების, პოლიტიკოსების და სხვათა გამონათქვამებს.
წიგნის მოყვარულთა პროექტი "წიგნების თაობა"
დღეს უკვე სტარტი აიღო პროექტმა ,,წიგნების თაობა"! მიუხედავად იმისა, რომ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც, ჩვენს ბლოგს, უმეტესწილად, ჩვენი კონკურენტები (სხვა კონკურსანტები) მოინახულებენ ხოლმე, რომელთათვისაც ამ პროექტის შესახებ, სავარაუდოდ, ყველაფერი ისედაც ცნობილია, გადავწყვიტეთ სპეციალურად 7 მაისისადმი (პროექტის დასაწყისი) მიგვეძღვნა პოსტი როგორც პროექტის, ისე გამომცემლობის შესახებ. ვრცლად ნახავთ ინფორმაციას, რომელიც ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. მოთამაშეებო გილოცავთ სტარტის აღებას და გისურვებთ წარმატებებს!
Subscribe to:
Posts (Atom)